Colgate-ს სურს, მთელი სამყარო გააღიმოს — ღიმილის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 6 ოქტომბერს აღინიშნება, პირის ღრუს მოვლის ბრენდმა თავისი კამპანია სწორად ღიმილს დაუკავშირა. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სიხარულის ეს გამოხატულება, კომპანიამ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი სახის ღიმილი მშვენიერია.
ზოგჯერ ადამიანებს საკუთარი ღიმილის კომპლექსი აქვთ და მისგან თავს იკავებენ… თუმცა ბრენდის მიზანია, კამპანია #FreeYourSmile-ით საზოგადოებას სრულყოფილების იდეა უფრო ფართო ჭრილში დაანახოს — იდეალურია ბრეკეტებიანი, ასიმეტრიული თუ ხარვეზებიანი კბილებიც კი, როცა ვიღიმით.
მსგავსი ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Colgate-მა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 94%-ს გაღიმების კომპლექსი აქვს. თავის მხრივ, მათ სურთ, ეს შინაგანი შებოჭილობა მოიშორონ და უფრო თავისუფლად შეეძლოთ გაცინება. თანაც ღიმილი სასარგებლოა ჯანმრთელობისა და სოციალური კავშირების დასამყარებლად, რის გამოც კამპანია მნიშვნელოვან საკითხს ფარავს.