in ,

“ჩვენ გემოვნება და ინტერესები გვაერთიანებს”! – ფრეგოს კამპანია

ნავთობკომპანია “ფრეგომ” ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, სადაც ყურადღება კომპანიის ძირითად ფასეულობებზეა გამახვილებული.

რუსუდან რამაზაშვილი, “ფრეგოს” გენერალური დირექტორი: “ნავთობკომპანია ფრეგოს უკვე 5 წლიანი ისტორია აქვს. თავიდან 3 ავტოგასამართი სადგურით დავიწყეთ, თუმცა მომხმარებლის ნდობა მალევე მოვიპოვეთ. 2018 წლის დასაწყისში, 2 სხვადასხვა ნავთობკომპანიის მართვაში შევედით, შედეგად უკვე 80-მდე ავტოგასამართი სადგურით ვართ წამოდგენილნი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ვიქნებით, ვიდრე აქამდე და მათთვის სასურველ ყველა ლოკაციაზე დავხვდებით. ვიდეორგოლით გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის გვეთქვა ჩვენი პრიორიტეტების და ხედვის  შესახებ. ეს ის დეტალებია რომლითაც მომხმარებელი ყოველთვის ინტერესდება ანუ: ხარისი – ევროპული, სიზუსტე –  გარანტირებული, ფასი – საუკეთესო. ასევე, ამ ვიდეოთი გიყვებით იმ პროექტის შესახებ რომელსაც მალე დავაანონსებთ. კლიპის კონცეფციაზე იმუშავა – Alazana Production-მა.

 

[R]

რას ნიშნავს, იყო კარგი უფროსი?!

ადგილი, სადაც ბავშვების ჟრიამული არავის უკვირს! – McDonald’s-ის სახალისო ვიდეორგოლი