ნორვეგიაში ბევრია ჰაიკინგის მოყვარული, ამ ადამიანების უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში, სამსახურებში, ოფისებში ატარებს. შოკოლადის მწარმოებელმა Freia–მ ჰაიკინგისა და ველური ბუნების მოყვარულთათვის სპეციალურად, მაღალმთიან რეგიონებში ვიდეოკამერები დაამონტაჟა.
Freia–მ მათ საჩუქარი გაუკეთა, შექმნა შოკოლადი Wildlife Watching–ი და კამერები დააყენა იქ, სადაც ცხოველების მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი. ამით საშუალება მისცა, 24 საათის მანძილზე, პირდაპირ ეთერში უყურონ ველურ ბუნებას. მართალია ტრანსლაციის პარალელურად, შოკოლადის გარეკანის ყურებაც უწევთ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს თავგადასავლების სურვილს.
ნორვეგიული შოკოლადის მწარმოებელმა ასე ტკბილად გაახარა სეგმენტი, რომელიც ბუნების სიყვარულზეა ორიენტირებული. ვიდეორგოლი სააგენტო SMFB–მ დაამზადა.