26
Mar
2019

ფრანგული რეცეპტი გატეხილი გულის გასამთელებლად

26 Mar 2019

Elit Electronics
Elit Electronics


საკვები ერთ-ერთი რამაა, რაც საყვარელ ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან და როგორც ჩანს, სიკვდილის შემდეგაც… ფრანგული სურსათის მაღაზიამ Intermarche, რომელიც 50 წელს აღნიშნავს, კამპანია წამოიწყო. ესაა ამბავი ქვრივ მამაკაცზე, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. დარდის გასაქარვებლად, ის სხვადასხვა ხერხს მიმართავს, თუმცა საბოლოოდ, ყველაზე დიდ შვებას, მეუღლის საყვარელ რეცეპტში პოულობს. თუმცა, კერძის რეცეპტის მიხედვით მომზადება არც ისე იოლი ამოცანაა. ამიტომ, მამაკაცს მაღაზიაში ხშირად უწევს სიარული, პროდუქტების ყიდვა და ხელახლა ცდა. საბოლოოდ, მას ისევ მეუღლე ეხმარება. როგორ? ამას ვიდეორგოლის ნახვისას გაიგებთ.

 

განხილვა