4
Apr
2019

თბილისში ფრანგული უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართება

4 Apr 2019

6 აპრილს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, განათლების გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებს, მათივე ლექტორები და პროფესორები წარადგენენ. ღონისძიება სააგენტო „კამპუს ფრანსისა“ (Campus France) და „საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის“ ორგანიზებით ტარდება. გამოფენა 12:00 საათზე დაიწყება და 18:00-მდე გაგრძელდება.

გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი”/არჩიე სწავლა საფრანგეთში” (Choose France) არის გლობალური ღონისძიება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქების შემდეგ, უკვე თბილისში იმართება. გამოფენა უმასპინძლებს სტუდენტებს, აბიტურიენტებს, მათ ოჯახის წევრებს და ყველა სხვა სტუმარს, ვისაც აინტერესებს, როგორია საფრანგეთის უმაღლესი განათლება. ყველას, ვისაც სურს გაიგოს, როგორ უნდა აირჩიოს ფრანგული უნივერსიტეტი ან ფაკულტეტი, ან უნდა, პირდაპირ მიიღოს ინფორმაცია სწავლის პროცესის თუ ფრანგული სტუდენტური ცხოვრების შესახებ, აუცილებლად უნდა ესტუმროს გამოფენას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ადგილზე, მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია და ამომწურავი პასუხები მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე თქმით, გამოფენაზე ახალი, „ფრანგულ – ქართული უნივერსიტეტის“ პრეზენტაციაც გაიმართება. French-Georgian University (FGU)-ში სტუდენტების რეგისტრაცია სწორედ 6 აპრილიდან იწყება. გარდა ამისა, ოფიციალურად გამოცხადდება ინფორმაცია, FGU-ს სასწავლო პროგრამებისა და ფაკულტეტების შესახებ.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს უნივერსიტეტი სულ მალე თბილისში უნდა გაიხსნას, სადაც სწავლა ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იქნება შესაძლებელი. მისი დასრულების შემდეგ, სტუდენტები აიღებენ ერთდროულად, ქართულ და ფრანგულ დიპლომს. ანუ, FGU-ს კურსდამთავრებულები, ავტომატურად, ორმაგი დიპლომის მფლობელები იქნებიან“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

[R]

განხილვა