ფრანგი მეღვინეები ამინდის ცვლილებას დიდი ბუშტებით უმკლავდებიან. მას შემდეგ, რაც სეტყვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ვენახებს, შამპანურის მწარმოებლებმა უცნაური მეთოდი მონახეს. ჰელიუმით ავსებენ დიდ ბუშტს, უმაგრებენ ლამპარს და უშვებენ ჰაერში. გარკვეულ სიმაღლეზე ასვლისას, ბუშტი სკდება და სეტყვის ნაცვლად, წვიმა მოდის. მეორე მხრივ, მეღვინეები რადარით აკვირდებიან სეტყვის ღრუბლებს, შედეგად, ნახევარი საათით ადრე საავდროო ღრუბლებში უშვებენ სეტყვის საწინააღმდეგო ბუშტებს. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი არ ვნებს გარემოს, ხოლო თავად სისტემა იცავს 2000 აკრ ვენახს, რაც დაახლოებით, 60 მევენახის საკუთრებაა.