ბრაზილიელმა პილოტმა დენიელ სენტენომ ექსტრემალური სელფის გადაღების ყველა ზღვარს გადააჭარბა. პილოტმა ინტერნეტ სივრცეში, ფრენის დროს, სხვადასხვა ქვეყნის ფონზე გადაღებული სელფები გამოაქვეყნა. იმ დროს, როდესაც ფოტოებზე საოცრად კრიტიკული კომენტარები გამოჩნდა, რომლებიც პილოტის უპასუხისმგებლობას უსვამდა ხაზს, დენილმა პირად გვერდზე მორიგი ფოტო გაავრცელა წარწერით “Photoshop mode ON”. როგორც გაირკვა ბრაზილიელი პილოტი, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად მართავდა თვითმფრინავებს, Photoshop-ის მცოდნეც ყოფილა, ამასთან, უცნაური იუმორითა და ჰობით.



















