“EuroBasket 2015” კენჭისყრის ცერემონიის ფარგლებში ახალი ლოგოს და თილისმის პრეზენტაცია გაიმართა.
ტურნირი ხორვატიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ლატვიაში გაიმართება. თავდაპირველად ჩატარების ლიცენზია უკრაინას ჰქონდა, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მასპინძლობა სხვას ერგო. ახალი ოთხფერიანი ემბლემა ამ ცვლილებების ამსახველია და მასპინძელი ქვეყნების ფერებშია გადაწყვეტილი.
ახალი თილისმა მხიარული კალათბურთელია, რომელსაც ფრენკი ცეცხლოვანი ბურთი შეარქვეს. “EuroBasket 2015” რიგით 39 ტურნირი იქნება, რომელიც 2015 წლის სექტემბერში დაიწყება. უკრაინამ კი 2017 წელს ტურნირის ჩატარების პრიორიტეტები შეუნარჩუნდა.