in

დასუფთავების კომპანია Fresh Space 3 წლის ხდება

3 ივნისს დასუფთავების კომპანია Fresh Space სამი წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომპანიის საქმიანობის კონცეფცია ეფუძნება მომხმარებლების უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული დასუფთავების სერვისების შეთავაზებას.

პროფესიონალიზმსა და საიმედოობაზე ორიენტირებით, Fresh Space გახდა შეუცვლელი პარტნიორი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ერთჯერადი და მრავალჯერადი, მაღალი ხარისხის დასუფთავების მომსახურების მიღება. ამასთანავე, კერძო პირებთან თანამშრომლობა და საუკეთესო სერვისის შეთავაზება კომპანიის მთავარ ხაზს წარმოადგენს.

Fresh Space-მა ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო და დაარსების დღიდან თავისი კლიენტებისთვის სანდრო პარტნიორი გახდა.

კომპანია სპეციალიზებულია B2B სერვისებში, რაც ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა სხვადასხვა ბიზნესოპერატორთან; აღნიშნული მოიცავს როგორც მცირე ოფისების მომსახურებას, ისე მსხვილი ობიექტების დასუფთავებასა და კორპორაციულ სერვისებს.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად გამოვიარეთ ეს სამი წელი და იმედი გვაქვს, მომდევნო წლებში, ჩვენი სერვისების არეალის გაფართოებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შევძლებთ კლიენტებისთვის საიმედო მეგზურობის გაწევას”, – განაცხადა თეონა ბაღუშვილმა, Fresh Space-ის დამფუძნებელმა და  დირექტორმა.

„ჩვენი სლოგანი – „სუფთა გარემო უკეთესი განწყობისთვის”, არის ის ამოსავალი წერტილი, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეფუძნება”, – აცხადებს თამარ მირცხულავა, კომპანიის თანადამფუძნებელი.

Fresh Space-ს გამოარჩევს თანამედროვე დასუფთავების ტექნიკისა და პრემიუმკლასის დასუფთავების საშუალებების გამოყენება, როგორიცა კერხერი, გრასი და ბაგი. კომპანიის გამოცდილი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სისუფთავესა და ჰიგიენის სტანდარტებს ყველა სივრცეში.

Fresh Space რჩება ორიენტირებული ინოვაციებსა და უწყვეტ გაუმჯობესებაზე. წინდახედული მიდგომით, კომპანია მიზნად ისახავს, გააფართოოს მომსახურების შეთავაზებები, განახორციელოს მდგრადი პრაქტიკა და კიდევ უფრო გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება.

ბიზნესებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი პარტნიორი ამ სფეროში, Fresh Space განიხილება, როგორც შეუცვლელი „მეგობარი”.

კომპანიის დამფუძნებლები გამოხატავენ მადლიერებას მომხმარებელთა მიმართ, მათ მიერ გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

Fresh Space-ის სერვისების სპექტრის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს, ან დაუკავშირდით +995 511 14 14 39.

[R]

IKEA-ს მიუსაფარი ცხოველებისთვის ახალი მეურვეების პოვნა სურს

Acer-ის ბიზნესის ტრანსფორმაცია და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები