in

Freshness Scanner ხილ-ბოსტნეულის ვარგისიანობის ვადას დაადგენს

რამდენჯერ გადაგიყრიათ საჭმელი იმის გამო, რომ არ გახსოვთ, როდის მოათავსეთ მაცივარში, ან მისი ვიზუალი „რაღაც არ გესიამოვნათ“? ალბათ, ასეთი რამდენიმე შემთხვევა მაინც გქონიათ… ახლა კი ნარჩენების პრევენციის კომპანია OneThird-ის ინოვაცია შესანიშნავ ინსტრუმენტად გვევლინება, რათა თავიდან ავიცილოთ ვარგისი ხილისა და ბოსტნეულის გადაყრა.

CES 2023-ზე კომპანიამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია გაჯეტს, სახელწოდებით Freshness Scanner, ყოველწლიურად 40%-ით შეამციროს მალფუჭებადი საკვების რაოდენობა. Hypebeast-ის ანგარიშის თანახმად, ეს წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი დოლარია. დამფუძნებლები კი განმარტავენ, რომ მოწყობილობა სრული სიზუსტით და ობიექტურად მუშაობს — კერძოდ, პროგნოზირებს საკვების ვადის გასვლის თარიღს, რითაც მწარმოებლებს ან მაღაზიებს აცნობებს, რამდენ ხანს შეიძლება მისი დახლებზე განთავსება და გაყიდვა, ან შეძენიდან რა პერიოდით იქნება ვარგისი.

ხოლო ფერმერებს შეუძლიათ, სკანერი იმის დასადგენად გამოიყენონ, თუ სად უნდა გაგზავნონ პროდუქციის სხვადასხვა პარტია ხარისხის უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად. დისტრიბუტორები და საბითუმო მოვაჭრეებს კი შეუძლიათ, შემომავალი ტვირთის ვარგისიანობის სტანდარტები.

რაც შეეხება შეგროვებულ მონაცემებს, ისინი სპეციალურ პლატფორმაზე იგზავნება, სადაც მენეჯერები მიმოხილვებს ჩაატარებენ მიწოდების ჯაჭვის თითოეული ეტაპის შესახებ. შემდეგ კი ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ ნარჩენების შესამცირებლად.

მოკლედ, არავის მოუწევს, დახლთან საათობით იფიქროს, არის თუ არა ავოკადო საკმარისად მწიფე.

Spotify-ის „დროის კაფსულა“ მუსიკალურ მეხსიერებას ასახავს

ერთ ვიდეოში მოქცეული დეტალები, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულს ქმნის