ფრიდა კალოს შემოქმედება, იდეები და სტილი, ბევრი კომპანიისთვის, დღემდე შთაგონების წყაროა. იმის მიუხედავად, რომ მხატვარს არასოდეს უფიქრია ხელოვნების კომერციალიზაციაზე. მისი გარდაცვალებიდან 65 წლის შემდეგაც კი, ბევრს სურს, საკუთარი ფრიდა კალო ჰყავდეს. მათ შორის აღმოჩნდა კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი Ulta Beauty.
https://www.instagram.com/p/Bzi9W2tHzZt/?utm_source=ig_embed
ფრიდა კალოს მოტივებზე შექმნილი კოლექცია – თვალის ჩრდილები, ტუჩსაცხი, ფუნჯი, ფერ-უმარილი, კორექტორი, ე.წ. ტონალური – 22 ივლისიდან გაიყიდება. ახალი პროდუქტების შეფუთვაზე, რა თქმა უნდა, მექსიკელი მხატვარია გამოსახული. ფრიდა კალოს ემბლემის გამოყენების უფლება, კომპანიას, მისმა მემკვიდრემ მისცა.
ახალმა კოლექციამ მომხმარებლებში უკვე გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასება, კომპანიამ კრიტიკაც დაიმსახურა.