13
Jun
2019

მექსიკაში ფრიდა კალოს ერთადერთი აუდიო ჩანაწერი იპოვეს

13 Jun 2019

მექსიკის ხმის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ  ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

 

 

გამოცემა წერს, რომ მექსიკელი მხატვარი რადიო გადაცემა El Bachiller-ში იყო მიწვეული და ჩანაწერში, ის მეუღლეზე, ასევე მხატვარ დიეგო რივერაზე საუბრობს. [ტრანსკრიფტი იხილეთ ვიდეოში].

როგორც მექსიკის ხმის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი პაველ გრანადო ამბობს, ვიზიტორები ყველაზე ხშირად ფრიდა კალოს ხმის ჩანაწერს კითხულობდნენ. ამიტომ, მისი ძიება არასოდეს შეუწყვეტიათ. საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, აუდიოს მიაგნეს.

Photo Credit: CNN

Guardian-ის ინფორმაციით, უცნობია, ჩანაწერის ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ, 1953 ან 1954 წელსაა გაკეთებული.

 

განხილვა