in

პირველი „მეტავერს პოდკასტი“ ჩაიწერა — Meta-ს ინოვაცია

ხელოვნური ინტელექტის პარალელურად, არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია, რომლისკენაც აქტიურად მიისწრაფვიან მოწინავე კომპანიები. ამჯერად კი მარკ ცუკერბერგმა და ლექს ფრიდმანმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარმა პოდკასტი VR სამყაროში ჩაწერეს.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, მარკი და ლექსი ერთმანეთს ვირტუალურ რეალობაში შეხვდნენ — შედეგად, მსოფლიოში პირველი ამგვარი ფორმატის ინტერვიუ შედგა. მათი ავატარების ურთიერთქმედება რეალურს ჰგავდა. თითქოს, ერთ ოთახში ისხდნენ მაშინ, როცა ფრიდმანსა და ცუკერბერგს ერთმანეთთან კილომეტრები აშორებდათ და უბრალოდ Meta Quest Pro-ს ჩაფხუტები ეკეთათ. უშუალოდ კოდეკის ავატარებიც მეტას გუნდმა შეიმუშავა, როგორც ადამიანის სახის 3D გენერაციული მოდელი.

რა თქმა უნდა, ვიდრე აღნიშნული შეხვედრა შედგებოდა, ფრიდმანმა და ცუკერბერგმა სახისა და გამომეტყველების სკანირების პროცესი გაიარეს. ასე შეიქმნა მათი კომპიუტერული მოდელები, სუპერ-რეალისტური სახეებით, რომლებიც ვირტუალურ გარემოში ხვდებიან ერთმანეთს. თანაც მაქსიმალური სიზუსტისთვის ავატარებზე ინდივიდების თითქმის ყველა დეტალია დატანილი — ჩანს ისეთი მცირე ნიუანსებიც, როგორებიცაა ჭორფლები, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.

გარდა ამისა, როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში მსგავსი ავატარების შექმნა ჩვენივე სმარტფონებით შეგვეძლება. გამოდის, მთელი ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივ სახეს მიიღებს და მოულოდნელ ინოვაციად აღარ მოგვეჩვენება ვირტუალურ რეალობაში გამართული შეხვედრები.

როგორ მოვხვდეთ საერთაშორისო კომპანიაში – რჩევები Bolt Georgia-ს People მენეჯერისგან

პროდუქტის საჩვენებლად მთების გადალახვით დაწყებული დიდი ბრენდის ისტორია