ნიკოლა დინატო მიშლანის ვარსკვლავის მფლობელი მზარეულია. სწორედ მან გადაწყვიტა შეექმნა ახალი კერძი, სახელწოდებით “შემწვარი ჰაერი”. უჩვეულო ექსპერიმენტი იტალიის ქალაქ კასტელფრანკო-ვენეტოში მდებარე რესტორან Feva-ში შედგა. კერძის დასამზადებლად, დინატომ ჯერ ტაპიოკას ბაზაზე შექმნა “ღრუბლები”, შემდეგ კი შეწვა და გააშრო. საბოლოოდ, ყველაზე უცნაური ინგრედიენტი, ოზონი, შეურია. როგორც ამბობენ, კერძი ძალიან გემრიელია და მისი შეკვეთა $30 ღირს.











