AI კომპანიონების შესახებ აქამდეც გვსმენია, თუმცა Friend.com-ის ჩაშვებით მეტად დრამატულ ნაბიჯს დგამენ. პლატფორმაა, რომელიც ემოციურ ვირტუალურ ურთიერთობებს გთავაზობთ. ეს ამბავი კი ეკრანებსაც მალე გასცდება და თქვენს ტარებად მოწყობილობად იქცევა. პირდაპირ გეტყვით, შეგეძლებათ, გულსაბნევის სახით ატაროთ…
პლატფორმის კონცეფცია შემდგომში მდგომარეობს: მომხმარებლებს AI პერსონაჟებთან ჩართვის საშუალებას აძლევენ, რომლებიც საუბარს იწყებენ პერსონალური ამბებისა თუ ემოციური კრიზისის გაზიარებით. ეს AI კომპანიონები ისეა შექმნილი, რომ აქტიურად მოუსმინოს და უპასუხოს მომხმარებლის ყოველდღიურ აქტივობებს ტექსტური შეტყობინებების საშუალებით.
მეტიც, მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტულ პერსონაჟებთან გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ, დაუკავშირონ ისინი თავიანთ ანგარიშებს და აქციონ ნამდვილ მეგობრებად. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, Friend.com-ის ავტორების ძალისხმევა ამით არ მთავრდება, ისინი ციფრული ინტერაქციების მიღმა გასვლას აპირებენ ტარებადი მოწყობილობით, რომელსაც ჩვეულებრივი ყელსაბამის ფორმა ექნება. მოსმენისთვის საჭირო ტექნოლოგიით აღჭურვავენ, რათა თვალი ადევნონ და უპასუხონ მომხმარებელთა ყოველდღიურ აქტივობებს. სისტემის მიზანი რეალურ დროში ემოციური მხარდაჭერის შემოთავაზებაა.
თუმცა მაგალითები, რომლებსაც აქვე გაჩვენებთ, მიგანიშნებთ, რომ ეს საუბრები ხშირად ჩვენი თანხმობის გარეშე გვიყვება ტრავმული გამოცდილებებისა თუ არასასურველი მოვლენების შესახებ. თუ თავადაც გამოცდით, მიხვდებით, რომ უფრო მეტად წუწუნა მეგობარს ჰგავს, ვიდრე ადამიანს, რომელიც მზად არის, თქვენც მოგისმინოთ…
ამ ფაქტის გამო კი სადაო საკითხს წარმოადგენს პლატფორმის მიდგომა, რომელიც ადამიანებისთვის ემოციური მხარდაჭერის შეთავაზებას გულისხმობს. თანაც ფიქრობენ, რომ ვირტუალური ურთიერთობების ინტენსიურობამ, შესაძლოა, ავთენტურ ადამიანურ კავშირებსა და ხელოვნურ ემოციურ მხარდაჭერას შორის საზღვრები ბუნდოვანი გახადოს… რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობაც დიდ ყურადღებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ Friend.com უდავოდ გვთავაზობს ინოვაციურ მიდგომას AI ინდუსტრიაში.