არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული წელი იყო 2020, ჩვენ შეგვიძლია, ძაღლებით ვინუგეშოთ თავი!
ძაღლების ცნობილმა სარეიტინგო გვერდმა WeRateDogs Twitter-ზე ჩვენი ფუმფულა და საყვარელი მეგობრების ვიდეო გამოაქვეყნა. 6 წუთიანი ვიდეო შეგვახსენებს, რომ ამ რთული, იმედგაცრუებებით სავსე წლის განმავლობაში ძაღლები მუდამ ჩვენ გვერდით იყვნენ, თავისებურად გვანუგეშებდნენ და უპირობო სიყვარულს გვიზიარებდნენ.