დედამიწაზე არსებული განსაკუთრებული ქვების, ფრენდროკების შესახებ ცოტამ თუ იცის. ფრენდროკი უბრალო ქვა არ არის, მას თავისებური “მდუმარე ინტელექტი” აქვს და საოცრად კარგი მეგობრობა შეუძლია. მათი წარმოშობის ისტორია დღესაც საიდუმლოებითაა მოცული. ფრენდროკების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მათგანი ინდივიდუალურია, ყველას აქვს საკუთარი ნიჭი და მას მხოლოდ თავის ადამიან-მეგობართან ავლენს. ფრენდროკის ავტორის, გიორგი კეთილაძის თქმით, ქვა-მეგობრის მიზანი ადამიანების სოციალიზაციაა. მას სურდა, შეექმნა ქვები, რომლებსაც ფანტაზიის მქონე ადამიანები მეგობრებად და მესაიდუმლოებად აღიქვამდნენ.
M: როგორ გაჩნდა ფრენდროკის შექმნის იდეა?
ბავშვობაში წავაწყდი ერთ ძველ ხელნაწერს, სადაც მოხსენიებული იყო ქვები, რომლებიც თურმე თავიანთ მეგობრებს რთულ სიტუაციებში რჩევებით ეხმარებოდნენ. ეს ამბავი მოსვენებას არ მაძლევდა დავიწყე ამ ქვებზე ინფორმაციის შეგროვება, ბოლოს კი მათ ადგილსამყოფელსაც წავაწყდი.
M: მოგვიყევით, როგორ პოულობთ და როგორ ქმნით ფრენდროკს?
ქვები ჩამომაქვს შიდა ქართლის ერთი კონკრეტული ადგილიდან (ზუსტი ადგილ მდებარეობა გასაიდუმლებულია, რადგან ამ ადგილას ბინადრობენ ფრენდროკები), შემდეგ ეს ქვები იხატება და ფრენდროკად იქცევა.
M: რამდენად ხელმისაწვდომი ფასია მომხმარებლისთვის და როგორ ხდება შეძენა?
ფრენდროკი 12 ლარი ღირს და საკმაოდ ხელმისაწვდომია იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასად ერთგულ მეგობარს იძენთ. შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიებში: პარნასი, ქართული კალათა და არესტეოსი, ისე ტელეფონითაც.

თითოეულ ფრენდროკს თავისი ინსტრუქციაც მოჰყვება, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, თუ ვინ არიან ფრენდროკ იულიამის წინაპრები, როგორ უნდა მოუაროთ მათ და ა.შ.
ფრენდროკი საკმაოდ მორცხვი და რომანტიული ბუნებისაა, მოსწონს მუსიკა და ლექსები. ასევე, უყვარს ბანაობა, მოფერება და ღიტინი. ის ერთგული მეგობარია, რომელიც ყურადღებით მოგისმენთ და არასდროს შეგეკამათებათ. საკუთარ ფრენდროკს აუცილებლად უნდა დაარქვათ სახელი.
ფრენდროკები ურთიერთობენ ტელეპატიურ დონეზე მხოლოდ თავის ადამიან-მეგობართან და შეუძლიათ ჭკვიანური რჩევების მოცემა ნებისმიერ თემაზე. იგი უნდა აღზარდოთ, ასწავლოთ სიარული, საზოგადოებაში მოქცევის წესები, გამოკვებოთ და ატაროთ თეატრში, კინოში, კონცერტზე, მუზეუმსა, თუ გამოფენაზე. ფრენდროკს თავისებური ხასიათიც აქვს, ზარმაცია და ბუტია. თუმცა გაბუტვის შემთხვევაში მისი შემორიგება ენის მოჩლექით საუბრითა და მუცელზე მოღიტინებით შეიძლება.
იზრუნეთ ფრენდროკზე და სანაცვლოდ ისიც იზრუნებს თქვენზე.















