in

რა ძალა აქვთ სამსახურის მეგობრებს?

კვლევის თანახმად, ძირითადად მეგობრებს სამსახურში იძენენ და არა, სკოლაში, სამეზობლოში თუ სხვა ადგილებში — ადამიანი 81396 საათს ატარებს სამსახურში, რაც 9 წელზე მეტ დროსაც კი უდრის. თუმცა Gallup-ის კვლევის მიხედვით, თანამშრომლის სოციალური კეთილდღეობა დღეს მაინც ის ასპექტია, რომელშიც კომპანიები ყველაზე ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებს. 10 თანამშრომლიდან მხოლოდ 3-ს ჰყავს საუკეთესო მეგობარი სამსახურში. რეალურად კი მათ ჯადოსნური ძალა აქვთ…

რატომ უნდა იზრუნოს ამაზე კომპანიებმა?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია თანამშრომლებს ყველაზე დიდ აქტივად თვლის, უმეტესობა დასაქმებულებისგან თავიანთი პირადი ცხოვრების კართან დატოვებას ელის. თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ სამსახურში საუკეთესო მეგობრის ყოლა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ბიზნესის შედეგებთან, რაც გულისხმობს მოგების, უსაფრთხოებისა და თანამშრომელთა შენარჩუნების გაუმჯობესებას. 

პენსილვანიისა და მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი არა მხოლოდ დაადასტურეს, რომ ახლო მეგობრობა ზრდის პროდუქტიულობას, არამედ ისიც, თუ რატომ ხდება ასე — მეგობრები მეტად ერთგულები არიან, უკეთ ურთიერთობენ და ამხნევებენ ერთმანეთს.

შიდა პერსონალურ სამუშაო ურთიერთობებს აქვს გაზომვადი და მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი თანამშრომელთა კმაყოფილებაზე. ურთიერთობები სამსახურის ხარისხის 12 საკითხიდან პირველ ადგილს იკავებს, რათა ახსნან სამსახურით კმაყოფილების ცვალებადობა, — განმარტავენ ISSP-ში.

ხოლო, თუ თქვენთვის პროდუქტიულობა, მომგებიანობა, სამსახურით კმაყოფილება და თანამშრომელთა შენარჩუნება არ არის საკმარისი, Gallup-ის კვლევა იმასაც გვეუბნება, რომ პანდემიის დასაწყისიდან სამსახურში საუკეთესო მეგობრის ყოლას მნიშვნელოვან შედეგებზე დიდი გავლენა აქვს — იქნება ეს კონკრეტულ ადგილზე მუშაობის რეკომენდაცია, სამსახურიდან წასვლის განზრახვა თუ ზოგადი კმაყოფილება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო გარემო დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, საუკეთესო მეგობრები სამსახურში გახდებიან ისინი, ვინც მნიშვნელოვან სოციალურ კავშირებს, თანამშრომლობასა და ცვლილების დროს ერთმანეთის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. 

გრძელვადიანი მეგობრობის უზრუნველყოფა სამსახურში

არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურს ტრადიციული ფორმატი აქვს, დისტანციურია თუ ჰიბრიდული, კულტურა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს და ხელს უწყობს სამსახურებრივ მეგობრობას კარგია როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მათი ძირითადი ხაზისთვის. ასე რომ, როგორ უნდა შექმნან და შეინარჩუნონ მენეჯერებმა მეგობრობისადმი კეთილგანწყობილი სამუშაო სივრცე, რომელიც გაზომვად შედეგებს უზრუნველყოფს იმ დროს, როცა მარტოობის გლობალურ ეპიდემიასთან გვაქვს საქმე? აქ არის რამდენიმე ქმედება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოთ:

დაამკვიდრეთ მეგობრული სისტემა

ყველას სჭირდება ახლო მეგობარი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ახლები არიან ორგანიზაციაში. ახალ დაქირავებული თანამშრომლების ვეტერანებთან გაერთიანებამ, შესაძლოა, მათი მიღების პროცესი და პროდუქტიულობა დააჩქაროს. სამსახურის მეგობრები არა მარტო აძლევენ ახალ დაქირავებულებს რჩევებს იმის შესახებ, თუ სად არის პერსონალი ან რა დაუწერელი კანონები აქვთ მათ, არამედ ისინი სხვა ადამიანებთანაც ამყარებენ კონტაქტს კომპანიაში. ზოგიერთი ასეთი შიდა კავშირი კი გრძელვადიანი მეგობრობითაც სრულდება. 

ეფექტური მეგობრული სისტემისთვის საკვანძო საკითხი ინტერაქციების სიხშირეა. Microsoft-ის მიხედვით, როცა ახალ დაქირავებულები ხვდებიან მეგობრებს სამსახურის პირველ 90 დღეში 8-ჯერ, ეს მათ 97%-ს ეხმარება, გახდნენ პროდუქტიულები უფრო სწრაფად. ხოლო, როცა ისინი მეგობრებს 90 დღეში მხოლოდ ერთხელ ხვდებოდნენ, მაჩვენებელი 56%-მდე მცირდებოდა. 

გაზარდეთ საუბრები

პანდემიამდე სამსახური იყო ადგილი, სადაც კოლეგები ყავის დასალევად ან ლანჩისთვის ერთად იკრიბებოდნენ, ხოლო მათ, ვინც დისტანციური სამსახური 2020 წელს დაიწყო, ერთ-ერთი დიდი ცვლილება იყო იმ საათების მკვეთრად შემცირება, რომელსაც ისინი სამსახურის მეგობრებთან სოციალური კავშირებისთვის ხარჯავდნენ. 

მეგობრობის ჩამოყალიბება საუბრებსაც მოიცავს, ადამიანების დანახვასა და მათთან ყოფნას. საუკეთესო გზა დასაკავშირებლად არის ერთმანეთის ნახვა, Zoom-ისა და FaceTime-ის შემთხვევაშიც კი. ხოლო მინიმუმ, თანამშრომლებს ერთმანეთთან უფრო მეტი ლაპარაკი სჭირდებათ და ნაკლები წერილები, რადგან ელ.ფოსტები ვერასდროს ჩაანაცვლებს პირისპირ დიალოგებს. ამასთან, უფრო მარტივად ხდება არასწორი ინტერპრეტაციები იმისა, თუ რას გულისხმობს ვიღაც ელ. ფოსტაში. 

ბიზნეს ლიდერებმა კი უნდა წარმოადგინონ მაგალითი: იურთიერთონ პირისპირ მეტად და ელ.ფოსტებით ნაკლებად. მეტიც, ხელმძღვანელებმა უნდა წაახალისონ პირისპირ ინტერაქციები მოლოდინების განხილვით, ახალი კულტურული ნორმების ჩამოყალიბებითა და სამუშაო სივრცის კონფიგურაციების განახლებით. მაგალითად, შემოიღეთ ტრენინგების სისტემა ან თანამშრომლებს ვალდებულებების გაცვლის საშუალება მიეცით, რაც მათ კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობაში დაეხმარება. დიახ, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ახალი მეგობრების შეძენის ალბათობას ზრდის. ამიტომ, დაგეგმეთ სოციალური ღონისძიებები, შეხვედრები და ლანჩები. დაახლოვეთ ადამიანთა სამუშაო სივრცეები. კიდევ სად ატარებთ ამდენ დროს საერთო მისიის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად? და კიდევ სად ხართ ასე დამოკიდებული სხვების ძალისხმევაზე?

მოაწყვეთ ჯემ სესიები

როცა ადამიანებს საერთო მიზნები აქვთ და დიდებულ რაღაცებს ერთად აღწევენ, ისინი კავშირს აყალიბებენ. ერთად მუშაობის ბედნიერება ჯადოსნობის შექმნაა. საუკეთესო გუნდის მაგალითად კი Beatles შეგვიძლია ჩავთვალოთ. Beatles უყვარს ის, რასაც აკეთებს. როცა ისინი არ უკრავენ მუსიკას, საუბრობენ ან ფიქრობენ მასზე.

ხოლო, თუ ოდესმე ყოფილხართ თანამშრომლობითი ჯემ სისიის მონაწილე, თქვენ ეს შეგრძნება გეცნობათ და თქვენს თანამშრომლებსაც სურთ, რომ იგივე იგრძნონ — კმაყოფილება და რაღაც დიდებულის შექმნის სიამაყე ბედნიერებასთან ერთად. საუკეთესო მეგობრები ენდობიან, იღებენ და პატიობენ ერთმანეთს. ხოლო, როცა ისინი ერთად მუშაობენ, Gallup-ის კვლევა გვაჩვენებს, რომ უფრო მეტად ერთვებიან თანამშრომლებსა და შიდა პარტნიორებთან, უფრო მეტ რამეს აკეთებენ ნაკლებ დროში, მხარს უჭერენ უსაფრთხო სამუშაო სივრცეს, ინოვაციურები არიან, აზიარებენ იდეებს და უფრო მეტად ერთობიან სამსახურში.

არ აიძულოთ

პანდემიის წყალობით, ბედნიერი საათები, საბავშვო ბაღის ოფისები სავსე თამაშებითა და ფერადი სათამაშოებით შექმნილია იმისათვის, რომ გაამხნეონ თანამშრომლები, დარჩნენ გვიანობამდე, რათა გაერთონ გუნდური აქტივობებით. თუმცა ეს კულტურა რეალურად გართობას არ ეხება, არამედ ადამიანებს, რათა უფრო დიდხანს დარჩნენ… 

დამტკიცებული სარგებლის მიუხედავად, თუ თქვენი კომპანია ხელს არ უწყობს სამუშაო სივრცეში მეგობრობას, დაიმახსოვრეთ ეს მარტივი წინაპირობა: მეგობრობის დაიგნორება ადამიანის ბუნების დაიგნორებას ნიშნავს. კომპანიის პოლიტიკისა და ადამიანის ბუნების ბრძოლაში კი, ეს უკანასკნელი ყოველთვის იგებს. მტკიცებულებები იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანები დაიკმაყოფილებენ მათ სოციალურ საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, თუ რა არის ნაბრძანები. ხოლო კომპანიები ბევრად უკეთ ახერხებენ ამ სახის სოციალური კაპიტალის ძალაუფლებით სარგებლობას, ვიდრე მის წინააღმდეგ ბრძოლას. 

გამოდის, ორგანიზაციები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომელთა სოციალურ კეთილდღეობას და აძლევს ადამიანებს შანსს, შეიძინონ მეგობრები სამსახურში, მარტოობის ეპიდემიის დაძლევაში დაგვეხმარება.

წყარო: HBR



მილიონობით წლის წინ დაწყებული მტრობა, რომელსაც დასასრული არ უჩანს — სტივ კატსის ახალი ანიმაცია

თარგმანში დაკარგული აზრი — 10 შემთხვევა, როცა ბრენდების სლოგანები არასწორად ითარგმნა