in

3 მილიონი ძაღლი და კატა მოკვდება წელს თავშესაფარში – იმეგობრე ცხოველებთან

უპატრონო ძაღლების დაცვა “მაჩეტეს” მთავარ გმირს, კრიმინალური წარსულის მქონე მსახიობ დენი ტრეხოს მოუხდა, რომელმაც სარეკლამო რგოლში ძაღლის როლი შეასრულა.

“მე აქ სამი თვეა ვზივარ, ეს ადამიანისთვის 15 დღეა…” – ასე იწყებს ლაპარაკს გისოსებში მოთავსებული ძაღლი და შემდეგ თავის რთულ ცხოვრებაზე წუწუნებს. ძაღლის ტექსტი ციხეში მჯდარ ადამიანის ტექსტს წააგავს, იგივე პრობლემებით და იგივე განცდებით. როდესაც ძაღლი ციხის კორიდორში მიყავთ თავის ქუჩის მეგობარს კატას ხვდება და აღმოაჩენს, რომ კატა ორსულადაა. კატის როლს “Victoria Secret”-ის მოდელი, სინტია კირშნერი ასრულებს.

ვიდეოს კონცეფცია სარეკლამო სააგენტო “Breensmith”-ს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო პაროდიის და შავი იუმორის ელემენტებს შეიცავს, მისი მესიჯი საკმაოდ სერიოზულ თემას – უპატრონო ცხოველებს ეხება. სავარაუდო მონაცემებით, წელს უპატრონო ცხოველების თავშესაფარში 3 მილიონზე მეტი კატა და ძაღლი მოკვდება. პრობლემის გადაჭრის გზად  “www.friendsofanimals.org”-ი  მათ სტერილიზაციაში ხედავს.

“გაავრცელე ცოდნა” – National Geographic-ის ახალი აქცია!

“Lincoln”-ის ახალი რეკლამა მეთიუ მაკკონაჰი-ს მონაწილეობით