in

ფრილანსერის ცხოვრების 3 უპირატესობა

ფრილანსერად გახდომა ყოველთვის მარტივი გადასაწყვეტი არ არის. როდესაც გაქვს სტაბილური სამუშაო და გიწევს მასზე უარის თქმა, ცხადია, ყველას უჩნდება ფიქრი – „სწორად ვიქცევი?”, მაგრამ ის ადამიანები, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი და უკვე დიდი ხანია, ფრილანსერად მუშაობს, ამბობენ, რომ კმაყოფილები არიან თავიანთი გადაწყვეტილებით, რადგან თავისუფალმა გრაფიკმა მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება.

ისინი გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და სამ ძირითად უპირატესობას გვიზიარებენ, თუ როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას ფრილანსერობა და რა შეგვიძლია, გავაკეთოთ.

1 – თქვენ შეგიძლიათ, შეიცვალოთ საცხოვრებელი ქალაქი ან ქვეყანაც კი

თქვენ არ ხართ მიბმული ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. ინტერნეტის წყალობით, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი მუშაობა. თუ თქვენ გაქვთ მიზეზები სხვაგან გადასასვლელად, ფრილანსერობის შემთხვევაში არ მოგიწევთ ამ მიზეზების უგულებელყოფა. საზღვარგარეთ წასვლა და იქიდან მუშაობაც კი შეგიძლიათ.

2 – თქვენ შეგიძლიათ, უფრო მარტივად მართოთ თქვენი საოჯახო მოვალეობები და მეტი ყურადღება დაუთმოთ შვილებს

საოჯახო საქმეები, ოჯახზე ზრუნვა სამსახურზე არანაკლებ საპასუხისმგებლო და დატვირთული საქმეა. შვილებს უამრავი საჭიროება აქვთ: ბაღი, სკოლა, საკვები, ექიმთან წაყვანა და ა.შ. როდესაც ფრილანსერი ხარ, ბევრად მარტივია დრო ყველაფრისთვის გამონახო, რადგან შესასრულებელ დავალებებს თავად გეგმავ, დღის რომელ მონაკვეთში გააკეთო. თუ მაგალითად, დღე ბავშვების სკოლისთვის მომზადებით იწყება, შეგიძლიათ, ეს თამამად გააკეთოთ, შემდეგ კი გამოყოთ რამდენიმე საათი თქვენს პროექტზე სამუშაოდ. შტატგარეშე მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ თქვენი გრაფიკი მოქნილი და თითქმის სრულიად თქვენზეა მორგებული. 

3 – საქმის მიმართ სიყვარულიც იზრდება

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელსაც ფრილანსერები გამოყოფენ, არის ის, რომ შესასრულებელი პროექტები შეგიძლია, თვითონ აარჩიო. საოფისე სამსახურში, სადაც შტატით მუშაობთ, როგორც წესი, არ გეკითხებიან, მოგწონს თუ არა შესასრულებელი სამუშაო. ძირითადად გიწევს ყველა იმ დავალების შესრულება, რისი კომპეტენციაც გაქვს. 

ფრილანსერობის დროს ეს საკითხიც სხვანაირადაა, რადგან საკუთარი თავის მენეჯერი თვითონ ხარ. შემოთავაზებული ვარიანტებიდან თავად ირჩევ სასურველ პროექტს, რომელიც იდეურად და ფინანსურად შენთვის საინტერესოა. შესაბამისად, გასაკეთებელი საქმე აღარ არის რუტინული და მოსაწყენი. მისდამი სიყვარულიც იზრდება.

ეს მეთოდები თანამშრომელთა ჰიბრიდულად ჩართულობის გაზრდაში დაგეხმარებათ

დემონი ბავშვის დაბადება — ანუ, Goat Games-ის ახალი პერსონაჟის შექმნის კამპანია