in , , ,

Frixx- ახალი ქართული ჩიფსი და ნამდვილი ფრიკები! [EXCLUSIVE]

Startauperi
Startauperi

1853 წელი

24 აგვისტო

რესტორნის უკმაყოფილო კლიენტი მესამედ აბრუნებს შემწვარ კარტოფილს სამზარეულოში. წუწუნებს, „სქელ ნაჭრებადაა დაჭრილიო”. მზარეული მოთმინებას კარგავს, სამართებელს იღებს, კარტოფილს უთხელეს ფირფიტებად ჭრის, წვავს და საჭიროზე მეტ მარილსაც აყრის კლიენტისთვის სამაგიეროს გადასახდელად. კლიენტი აღფრთოვანებულია.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ასეთია კარტოფილის ჩიფსების შექმნის ისტორია.

ახლა კი, მოგიყვებით თუ როგორ შეიქმნა პირველი ქართული ჩიფსი – FRIXX

frixx

FRIXX-ი კომპანია Wellington-ის ახალი ბრენდია. მის ლოგოზე, ნეიმინგზე, სლოგანზე და კომუნიკაციაზე – WINDFOR’S-მა იმუშავა.

პროდუქტის, ბრენდისა და კომუნიკაციის შექმნის ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნა სამიზნე აუდიტორიისგან დაკომპლექტებული ფოკუს ჯგუფების აზრი.

ახალი ბრენდი თავისუფლების, გართობის მოყვარული, თავქარიანი ახალგაზრდებისთვისაა გამიზნული. სახელიც შესაფერისი აქვს, Frixx-ი რამოდენიმე სიტყვის კომბინაციაა –

[F Free+ Fries +Freaks ] = [თავისუფლება + კარტოფილი ფრი + ფრიკები].

2 NAMING

ჩიფსი ევროპელი სპეციალისტების მიერ, დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება, თუმცა ნედლეული ქართულია. იმისათვის რომ მის წარმოშობის ადგილს ხაზი გაესვას, ლოგოზე კავკასიის მთებია გამოსახული. FFrixx-ი „კავკასიის მთების ჩიფსია“ და მისი ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.

4 WORK ON LOGOTYPE

აღსანიშნავია, რომ კლასიკური და ბარბექიუს გემოების გარდა, FFrixx-ს კიდევ ერთი, ქათული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი არომატის ჩიფსიც აქვს. აჯიკის გემოიანი კარტოფილის ჩიფსით განსაკუთრებულად ამაყობენ მისი მწარმოებლები.

Frixx - ჩიპსი

Windfor’s-ში სჯერათ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც შეფუთვისა და ლოგოს უკან დგას, ბრენდი თავის უნიკალურ ამბავს უნდა გვიყვებოდეს – მალე ფართო აუდიტორია Frixx-ის საინტერესო სარეკლამო კამპანიას იხილავს.

მანამდე კი ამ კამპანიის პირველ სატელევიზიო ვიდეო-რგოლს გთავაზობთ, რომელშიც ნამდვილ ქართველ „ფრიკებს“ გაიცნობთ. ვიდეო-რგოლს დასამახსოვრებელი და სახალისო სლოგანი აქვს – ფრაზა, რომელიც ბავშვობაში ხშირად გაგიგონიათ ან თავად გითქვამთ და ყოველთვის ახალი თავგადასავლის, მხიარულების დაწყებას ნიშნავდა.

თქვენ გელით მთქნარება

როგორ გავგზავნოთ CV დამსაქმებელთან? – ლიკა ზუროშვილი