in

FRIXX-ის წამახალისებელი სამოყვარულო ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

2017 წლის ოქტომბერში FRIXX-მა სამოყვარულო ვიდეო კონკურსი უკვე მეორედ ჩაატარა. FRIXX არის საქართველოში დამზადებული, კარტოფილის ჩიფსი კონსერვანტების გარეშე, რომელიც ბაზარზე 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა და მას შემდეგ წარმატებით იპყრობს ქართველი მომხმარებლების ფრიკულ გულებს.

BOG
BOG

 

FRIXX მუდმივად გვახალისებს თამაშებით, პრიზებითა და ახალგაზრდულ აქტივობებში მონაწილეობით. მომხმარებლების ჩართულობა უფრო და უფრო იზრდება, სწორედ აქედან დაიბადა ვიდეო კონკურსის ჩატარების იდეაც.

ჩიფსი FRIXX დამზადებულია საქართველოში, გვინდოდა ეს მესიჯი კიდევ ერთხელ მიგვეტანა მომხმარებლამდე და ამაში ისინიც ყოფილიყვნენ ჩართულები. აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა სამოყვარულო ვიდეო კონკურსის იდეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გადაეღო FRIXX-ის შესახებ 30 წამიანი ვიდეო რგოლი, სადაც კრეატიული კუთხით წარმოაჩენდა პროდუქტის ქართულ წარმომავლობას. ჯამში მივიღეთ 21 საკონკურსო ვიდეო, რომელთა ჯამური ნახვების რაოდენობამ ფეისბუქზე ნახევარ მილიონს მიაღწია. აქედან კი ჟიურის მიერ გამარჯვებული გახდა მონაწილე, რომლის ვიდეომაც ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა“ – FRIXX-ის მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ გაბათაშვილი.

კონკურსის დასაწყისში მონაწილეები სახალისო, მუსიკალურ ვიდეოებს აგზავნიდნენ. დროთა განმავლობაში მიღებული ვიდეოების კრეატიულობის ხარისხი გაიზარდა და იდეების შეჯიბრად ჩამოყალიბდა. რაც მთავარია კონკურსმა დაამტკიცა, რომ FRIXX-ის ხრაშუნი შთაგონების კარგი წყაროა.

საბოლოოდ, მიუკერძოებელმა ჟიურიმ ორი ფავორიტი ვიდეო გამოავლინა. კომპანიის მარკეტინგის წარმომადგენლები ვიდეოს ავტორებს მიკო გავარდაშვილსა და რატი დოლიძეს FRIXX-ის საწარმოში შეხვდნენ. დაჯილდოებამდე ორივე მონაწილემ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა FRIXX-ის გუნდს.

რატის თქმით, მისთვის ვიდეოს გადაღება მარტივი აღმოჩნდა, რადგან 14 წლიდან ამ საქმით არის დაკავებული სამოყვარულო დონეზე. რაც შეეხება იდეას, კონკურსის შესახებ მეგობარმა შეატყობინა და სწორედ მასთან ერთად დაგეგმა ვიდეოს სცენარი იმავე საღამოს. რატის ვიდეოს სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა.

მიკოს შემთხვევაში სიტუაცია კახეთში ინაცვლებს. ვიდეოს ავტორის ინსპირაცია არყის გამოხდისთვის განკუთვნილი საქაჯავე გახდა, მთავარი გმირის როლი კი მისმა ბაბუმ მოირგო.  მიკოს თქმით, მოხუცი ბაბუ დიდი ენთუზიაზმით იღებდა ახალ-ახალ კადრებს და საბოლოოდ გემრიელი ჩიფსიც დამზადდა.

საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილება დიდ ბანერზე დატანილმა სახელმა და გვარმა გაამჟღავნა. კონკურსის გამარჯვებული და 1500 ლარის მფლობელი მიკო გავარდაშვილი გახდა.

FRIXX-ის გუნდი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ყველა ვიდეოს ავტორს და ახალ თავგადასავლებს მომავალ წელსაც გვპირდება.

იხილეთ გამარჯვებული ვიდეოები:

პირველი ადგილი 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Frixxchips/videos/1497772200299076/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

მეორე ადგილი

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Frixxchips/videos/1497055670370729/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

სტატიის ავტორი: ქეთევან შოშიაშვილი

ლორან სინიორე: „გამოიყენეთ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, აქტუალური და განახლებული ვერსიები, რომ აიცილოთ პირადი მონაცემების დაკარგვის რისკები“

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა ექსპოჯორჯიაში