in

თვალის ჩოგბურთი, ქაღალდბურთი და მუსიკალური სკამი! – ქართული ჩიფსის FRIXX-ის კამპანია გრძელდება

როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, ექსკლუზიურად გთავაზობთ პირველი ქართული ჩიფსის, FRIXX-ის სარეკლამო კამპანიის განვითარებას, რომელიც ამ ეტაპზე სამი სარეკლამო რგოლისაგან შედგება და სამივე მათგანი ერთ ვებ-გვერდზე გვამისამართებს.
თვალის ჩოგბურთი:

ქაღალდბურთი:

მუსიკალური სკამი:

FRIXX-ის საკომუნიკაციო პლატფორმა ერთი დიდი იდეის გარშემოა აგებული:
სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, გართობა სულ უფრო მეტად ინაცვლებს ციფრულ სამყაროში. თამაშები მეგობრებთან ერთად – ჰაერზე, ეზოებში, პარკებში – ნელნელა დავიწყებას ეძლევა.

იმის გამო, რომ ფრიკებისთვის მთავარი ღირებულება თავისუფლება და გართობაა, FRIXX-მა, სარეკლამო სააგენტო WINDFOR’S-ის დახმარებით, შექმნა ვებ გვერდი Frixxfun.ge , რომელიც იქნება , მივიწყებული თამაშების და გართობების პირველი ონლაინ-ბანკი. ეს იქნება სივრცე, სადაც თავს მოიყრის ყველა შესაძლო, ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი გართობა-თამაშობები.

ამ ონლაინ-კატალოგის შექმნასა და შევსებაში თითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილის შეტანა. პროექტის ავტორების განცხადებით საიტის ტექნიკური სრულყოფა და ახალი თამაშების დამატება ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მარკეტერისთვის ცნობილი გახდა, რომ თამაშების შეგროვების შემდეგ, FRIXX გეგმავს ამ პროექტს ბევრად მასშტაბური სახე მისცეს, მოაწყოს „ფრიკული ოლიმპიადა“ „სპორტის“ ყველაზე უცნაურ სახეობებში, რაც offline თამაშების და გართობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ყველაზე ფრიკულ, ყველაზე საინტერესო თამაშებს საიტის მომხმარებელი სხვადასხვა კონკურსების საფუძველზე გამოავლენს, ავტორებს და წარმდგენებს კი FRIXX-ი ფრიკულ საჩუქრებს პირდება.
ასე რომ, ვისაც უნდა თამაში… იპოვე, დაამატე და ითამაშე! ყველა დროის ყველაზე სახალისო თამაშები ერთ ვებ-გვერდზე – Frixxfun.ge!

FRIXX Credentials2

ჰიუ ჯეკმანის საქველმოქმედო “პოზიტიური ყავა”

ხმაური კუს ტბაზე და მფრინავი დრონი! ბაკურიანის ექსპერიმენტი