„ეფლ სითი“ 10 წლის იუბილეს, თავის ერთგულ მომხმარებელთან ერთად, განახლებული სახელით „აისითი“ აღნიშნავს. 10 წლის იუბილეს პარალელურად, კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც რებრენდინგის კუთხით ახალი კონცეფციის დანერგვას გულისხმობს, პროცესი მოიცავს, როგორც სახელთან, ისე უშუალოდ ფილიალების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებულ სიახლეებს.
კომპანიას ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი,წარმატებული პოზიციონირების ისტორია სდევს თან. რებრენდინგის ეტაპზე, „აისითი“ გვევლინება მულტიბრენდულ კომპანიად, რომელიც განახლებულ ფილიალებში განათავსებს ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა: Apple, Dyson, Bang & Olufsem, Sony Playstation, Samsung, JBL, Marshall და სხვა.
ხაზი უნდა გაესვას ერთ მთავარ ფაქტორს, განახლებული „აისითის“ ფილიალებში წარმოდგენილი ყველა ზემოხსენებული ბრენდის პრდუქცია იქნება ოფიციალური. მათზე იმოქმედებს ოფიციალური გარანტია და პირობები.
რებრენდინგის პროცესის პარალელურად, „აისითის“ დაემატა განახლებული ფილიალი თბილისი მოლში, სადაც მომხმარებლეს ფავორიტი ტექნიკის ბრენდების ფართო არჩევანი დახვდება.
„ეფლ სითი“ წლებია მომხმარებლებისთვის ასოცირდება ხარისხთან, გარანტიასთან და ინოვაციასთან, შესაბამისად, კომპანიის მთავარს მიზანსაც ამ მნიშვნელოვანი ღირებულებების შენარჩუნება და თავისი ერთგული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ბევრი სიახლის შეთავაზება წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ, 10 წლის უბილეს აღსანიშნავად „აისითი“ 10-დღიან, გრანდიოზულ და ბევრი სიახლით დატვირთულ კამპანიას გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც მომხარებელს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად ფილიალებში სტუმრობის შემთხვევაში უამრავი ბენეფიტითა და საჩუქრით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
ახლა, მომხმარებელს უკვე ყველა სოციალურ ქსელსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ განახლებულ „აისითის“ ფილიალში, შესაძლებლობა აქვს მიიღოს შოპინგის სასიმოვნო გამოცდილება, სადაც განახლეული ძალებით, პროდუქციითა და ბენეფიტებით ელოდებიან.
[R]