13
Jan
2020

ფინანსისტობიდან ციფრულ არტისტობამდე – ხელოვნების გამო მიტოვებული 20 წლიანი კარიერა

13 Jan 2020

ხანდახან ისე ხდება, რომ ძალიან ბევრი წლის მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რეალურად რა გვიტაცებს ყველაზე მეტად, ან უბრალოდ ცხოვრების ერთი ინტერესის სფეროდან მეორეში უეცრად გადავინაცვლებთ ხოლმე. ზუსტად ამგვარად დაემართა ფინანსისტ Hansruedi Ramsauer-ს, რომელმაც გადაწყვიტა, ციფრული ხელოვნების გამო 20 წლიანი კარიერა მიეტოვებინა. ფოტოშოპის სწავლის შემდეგ, მან ნელ-ნელა ექსპერიმენტების კეთება დაიწყო.

დღეს ამ ადამიანს საკუთარ ვებ დიზაინ სტუდია აქვს და აქტიურად მუშაობს ფოტო მანიპულაციებზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ორ რეალობას ერთ ფოტოში აერთიანებს და ირეალურ სამყაროს ქმნის. მის ნამუშევრებში ყველაზე ხშირად ბუნებისა და ურბანული სამყაროს შერწყმას იხილავთ.

“მე მიყვარს ფოტოების დათვალიერება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ გარდავქმნიდი ამ ფოტოებს.”

Ramsauer-ის შემოქმედების ნაწილს ჩვენს სტატიაში მოვაქცევთ, თვალის მიდევნება კი მის Instagram გვერდზე შეგიძლიათ.

განხილვა