in

სტაჟირებიდან სრულგანაკვეთიან სამსახურამდე – HBR-ის კონტრიბუტორის პირადი გამოცდილება

„ჩემს პირველ სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ოთხი წელი დავრჩი. კომპანიაში ჩემმა მუშაობამ გამაგებინა, რომ სტაჟირება ყოველთვის ხანმოკლე არ არის“.

რიდი კალსი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როდესაც ის 19 წლის, ბაკალავრიატის მესამე კურსზე სწავლობდა და დელის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტს ერთ თვეში ამთავრებდა. მალე მის დღის წესრიგში სამუშაოს ძებნაც დადგებოდა და როგორც თავად ამბობს, ამის გამო, სტრესს განიცდიდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

საკუთარი პროფესიისა და ინტერესების გათვალისწინებით სურდა, სტაჟირება გაევლო. რამდენიმე ელ.წერილმა და ინტერვიუმ შედეგიც გამოიღო და მართალია ოფიციალური „სამუშაოს შეთავაზება“ არ ჰქონია, თუმცა ჰარვარდის ბიზნესის გამომცემლობაში დამსაქმებელთან ხუთკვირიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე შეთანხმდა.

გასაუბრების დროს უთხრეს, რომ მისი აკადემიური გამოცდილება ნაკლებშესაძლებელს ხდიდა მის სამსახურში სრულ განაკვეთზე გადაყვანას. მათი თქმით, ოფისში ყველას, მინიმუმ, მაგისტრის ხარისხი ჰქონდა.

თუმცა ხუთი კვირის შემდეგ, რიდის სტაჟირება რვამდე შემდეგ კი, სრულ განაკვეთამდე დასაქმებაში გადაიზარდა.

გზა სტაჟირებიდან სრულგანაკვეთიან სამსახურამდე – რიდი კალსის სწორედ იმ ფაქტორების გაზიარება სურს მკითხველისთვის, რომელმაც მას საბოლოოდ, პოზიციური განვითარება მოუტანა:

მოიპოვეთ ნდობა.
თუ გუნდის წევრები არ გენდობიან, ისინი მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობასაც არ მოგცემენ. კარგი პროექტების გარეშე კი, ნაკლები შანსი მოგეცემათ თქვენი უნიკალური უნარებისა და წვლილის წარმოსაჩენად, რაც ორგანიზაციაში შეგიძლიათ, გააკეთოთ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენთვის უფრო რთული იქნება უფროსის დარწმუნება, რომ თქვენ სრულ განაკვეთზე მუშაობას იმსახურებთ.

ამ ნდობის განმტკიცების უმარტივესი გზა ნდობის მოპოვებაა.

დაიწყეთ პუნქტუალურობით. ეს პატარა, თუმცა, ძალიან დიდი გავლენის მქონე ფაქტორია, რომ თქვენზე სამსახურში ადამიანებს კარგი წარმოდგენა შეუქმნათ. სტაჟირების დროს, თუ შეხვედრის დაწყება დილის 10:00 საათზე იყო დაგეგმილი, დილის 9:50 საათზე ადგილზე ვიყავი. პუნქტუალურობა გამოხატავს თქვენს ერთგულებასა და საქმისადმი დამოკიდებულებას.

დედლაინები. აიღეთ პროექტები და დროულად იზრუნეთ მათ ხარისხიან შესრულებაზე.

კომუნიკაცია. იყავით გულწრფელები იმის შესახებ, რა იცით და რა – არა. პირველ რიგში, თქვენსავე ინტერესებში შედის იმის გაზიარება, რომ დახმარება გჭირდებათ, ან სამუშაო პროცესში რაღაც არასწორად მიდის. თქვენი გუნდის წევრები თხოვნაზე, სავარაუდოდ, დადებითად გიპასუხებენ. ნათელი და ღია კომუნიკაცია იმის საფუძველს შექმნის, რომ თქვენ საიმედო გუნდის მოთამაშე ხართ. ამ თვისებას კი, ყველა დამსაქმებელი ეძებს.

სტაჟირების დროს მივხვდი, რომ ერთ დავალებას დანიშნულ ვადაში ვერ შევასრულებდი. მეტი ინფორმაცია მჭირდებოდა იმ კოლეგისგან, რომელიც იმ პერიოდში მიუწვდომელი იყო. ჩემს მენეჯერს დავუკავშირდი და ვუთხარი: „რა იქნება, თუ ამ პროექტის შესრულების ვადებს გადავხედავთ? იმედი მქონდა, რომ ერთ კვირაში დავამთავრებდი, მაგრამ X– ს უნდა ვესაუბრო ძირითადი ინფორმაციის გასაგებად და მისი გრაფიკი ამის საშუალებას შემდეგ კვირას იძლევა“.

შემდეგ ჩემმა მენეჯერმა სხვა კოლეგასთან დამაკავშირა, რომელმაც სწორად დამაკვალიანა. ამ ქცევით, გარდა იმისა, რომ პროექტიც დროულად და კარგად შესრულდა, ჩემზე, როგორც გულწრფელ თანამშრომელზე მყარი დამოკიდებულება შექმნა.

დასვით კითხვები.
სტაჟირებაზე ყველაფერი ახალია – სამუშაო, ხალხი, კულტურა. თავიდან თავი, შესაძლოა, არცისე კომფორტულად იგრძნოთ. Ჩემი რჩევა? – დასვით კითხვები.

როდესაც თქვენ ბიზნესსა და მის მიზნებსა და თქვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობით, ასევე, იმ ხალხს, ვისთანაც მუშაობთ, აჩვენეთ, რომ ორგანიზაციით ნამდვილად დაინტერესებული ხართ.

პროექტებთან დაკავშირებული შეკითხვები დაგეხმარებათ აღებულ პასუხისმგებლობებზე უკეთ გარკვევაში და ეს გაზრდის ალბათობას მათ კარგად შესასრულებლად და გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებსაც შეუქმნის თქვენზე გარშემომყოფებს. მაგალითად, როდესაც შეხვედრისთვის ითხოვენ იდეების მოფიქრებას, ჰკითხეთ თქვენს მენეჯერს, რა ფორმით ისურვებდნენ მათ მიღებას: „ჩამოვწერო? პრეზენტაცია მოვამზადო?“

კარგი გზაა, ასევე, მაგალითად, თქვენი კომპანიის კონკურენტების, მიზნების ან მომხმარებლების შესახებ კითხვების დასმაც, ან ინდუსტრიის ამაღელვებელი ტენდენციების გარკვევაზე მსჯელობის წამოწყება. თქვენი კითხვებით, შესაძლოა, შთამაგონებელი აღმოჩნდეთ გუნდის დანარჩენი წევრებისთვის.

კითხვების დასმაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც სჯობს, გაითვალისწინოთ: როდესაც ხვდები, რომ შენმა კითხვებმა შეიძლება, სხვებს დრო დააკარგვინოს, სჯობს, ბუნდოვანი საკითხები კომპეტენტურ ადამიანთან მოგვიანებით დააზუსტო. მაგალითად, როდესაც პირველ  შეხვედრას ვესწრებოდი, უამრავი აბრევიატურა და პროცესი ახსენეს, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო, თუმცა თათბირის შემდეგ, ცალკე, ჩემს მენეჯერთან თხოვნა ვამჯობინე ამ საკითხების გასარკვევად.

იცოდეთ, რომ თავდაპირველად, შეიძლება, გეუხერხულოთ შეხვედრის დროს ხელის აწევა, ვინაიდან იფიქროთ, რომ თქვენ გარშემორტყმული ხართ იმ ადამიანებით, ვინც ორგანიზაციაში თქვენზე მეტხანს მუშაობენ და რომლებმაც, როგორც ჩანს, ყველაფერი იციან. მაგრამ თქვენი შეხედულებები ისეთივე ღირებულია (თუ კიდევ უფრო არა), როგორც მათი, ვინაიდან თქვენ თავიდან იქნებით ადამიანი, რომელმაც ორგანიზაცია გარედან უკეთ იცის, ამიტომ შეიძლება, დაიჭიროთ ისეთი რამ, რასაც სხვები ვეღარ ამჩნევენ. ეს კი, საკმაოდ მოგებიანი პოზიციაა.

თუ ყოყმანობთ, მოიქეცით ისე, როგორც მე და საკუთარ თავზე ზეწოლას ნუ ეცდებით, რომ საუბარი მაშინვე შეძლოთ. გამოიყენეთ თქვენი პირველი ორი შეხვედრა საუბრის დასაწყები ნიადაგის მოსამზადებლად.

მოლოდინს გადააჭარბეთ.
თქვენი მენეჯერი სტაჟირების დაწყებისთანავე თქვენ მიმართ, გარკვეულ მოლოდინებს განსაზღვრავს. თუ გსურთ სრული დროით დასაქმება, სულ მცირე, ეს მოლოდინი უნდა გაამართლოთ. მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ მოლოდინებს გადააჭარბებთ.

მაგალითად, როდესაც სტაჟირება დაიწყება, შეიძლება, მოგცენ რამდენიმე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც კონკრეტული ვადა არ ექნებათ. ამიტომ:

იყავით ინიციატორი. სტაჟიორად ყოფნის პირველი კვირის განმავლობაში ორი საკმაოდ მარტივი პროექტი მომცეს. ვიცოდი, რომ უფრო მეტის აღება შემეძლო, ამიტომ ჩემს მენეჯერს ვკითხე, თუ რა იყო გუნდის პრიორიტეტები და კიდევ რით შემეძლო დახმარება. მას შემდეგ, რაც ჩემი ახალი დავალება მივიღე, უბრალოდ, არ დავჯექი და საქმის შესრულება არ დამიწყია. მე ვაჩვენე, რომ შემიძლია, ძველი ამოცანები ინოვაციური გზებით გადავჭრა.

გაიაზრეთ დავალება და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა იქნება ამის შესასრულებლად ყველაზე მარტივი გზა? შემიძლია, შემოგთავაზოთ ახალი მიდგომა? არსებობს რაიმე ინსტრუმენტები, რაც მე და ჩემს გუნდს უფრო ეფექტურ მუშაობაში დაგვეხმარება?“

გარდა ამისა, თუ თქვენ სხვა გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ეს მიმდინარე დავალებაში არ გჭირდებათ, მოძებნეთ მისი ჩვენების გზები. მაგალითად, თუ ღონისძიების დაგეგმვის პროფესიონალი ხართ, მენეჯერს სთხოვეთ, დაეხმაროთ გუნდის შემდეგი დიდი შეხვედრის ორგანიზებაში და სხვ.

სწორად განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები. ისე, რომ არ გადაიწვათ. შემდეგ დაამტკიცეთ თქვენი პოტენციალი იმ ადამიანებთან, ვისთანაც მუშაობთ.

იზრუნეთ კონტაქტებზე.
თქვენი სტუდენტური ცხოვრებისგან განსხვავებით, სადაც თქვენი წარმატება შეიძლება, მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევასა და პროფესორზე იყოს დამოკიდებული, სამუშაო ძალის წარმატება, დიდწილად, იმას ეყრდნობა, თუ რამდენად კარგად თანამშრომლობთ თქვენს გუნდთან.

იზრუნეთ სამუშაო გარემოში მოკავშირეების შეძენაზე და გამონახეთ მათთან საერთო ენა. ამის გაკეთება არა მხოლოდ პროფესიული განვითარებისთვისაა კარგი, არამედ თქვენს სტაჟირებას გაცილებით სასიამოვნოს გახდის.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ კავშირების შესაქმნელად?
დასაწყისისთვის შეეცადეთ, ისწავლოთ თქვენი ორგანიზაციის სხვა ადამიანებისგან.

შესთავაზეთ თქვენს კოლეგებს დახმარება იმით, რაც შეგიძლიათ.

გახსოვთ, შეხვედრებზე ადრიანად მოსვლაზე რომ ვთქვი, გამოიყენეთ ეს დამატებითი დრო თქვენს კოლეგებთან სასაუბროდ. ჰკითხეთ, როგორ იყო შაბათ-კვირა, ან კომპლიმენტი უთხარით აქსესუარზე, რომელიც მათ მაგიდაზე შენიშნეთ…

ასევე, ისარგებლეთ ლანჩისა და ყავის შესვენებებით. შესაძლოა, ახლა, როდესაც ყველაფერი ონლაინ რეჟიმშია, ეს რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის გაკეთება მაინც შეიძლება. თქვენი პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში დაუკავშირდით გუნდის სხვადასხვა წევრს და ჰკითხეთ, აქვთ, თუ არა მათ დრო ერთი-ერთზე შესახვედრად. უთხარით მათ, რომ სიამოვნებით გაიგებთ მათ მიერ შესრულებული პროექტების შესახებ და მიდით რამდენიმე კითხვით მომზადებული. თუ თქვენს გუნდს აქვს Slack არხი, ასევე შეგიძლიათ, საუბარი დაიწყოთ საქმისთვის რელევანტური წიგნის ან რეკომენდაციების თხოვნით, ან საინტერესო სტატიისა თუ ვიდეოს გაზიარებით.

რაც უფრო გულწრფელი და ღია იქნებით, საერთო ენასაც მით უფრო მარტივად გამონახავთ.

ჩემს პირველ სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ოთხი წელი დავრჩი. კომპანიაში ჩემმა მუშაობამ გამაგებინა, რომ სტაჟირება ყოველთვის ხანმოკლე არ არის.

წყარო: HBR



რა გავლენა აქვს მედიტაციას ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

Liffit-ის ვარჯიშების 1 თვიანი უფასო სავარჯიშო პროგრამა სოციალურ მედიაში გაეშვა!