22
Oct
2019

„ევროპის ბიზნეს სკოლაში“ ტოპ მენეჯმენტის CEO პროგრამა იწყება

22 Oct 2019

„ევროპის ბიზნეს სკოლა“ ტოპ მენეჯმენტის CEO პროგრამას From Middle To TOP CEO_PROGRAM იწყებს. როგორც თავად ამბობენ, კურსი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ტოპ კარიერული მიზნები აქვს.

 

 

„დღევანდელი გამძაფრებული კონკურენციის გამო, მენეჯერისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით განვითარებული კომპეტენციები. თანამედროვეობა მოითხოვს კომპლექსურ მენეჯერულ უნარ-ჩვევებს, ფინანსების პროექტების, მარკეტინგის, გაყიდვების და რაც მთავარია, ლიდერობისა და ეფექტური მენეჯმენტის მიმართულებით“.

სწორედ ამიტომ, „ევროპის ბიზნეს სკოლის“ (ESB) ხელმძღვანელობის თქმით, პროგრამა ტოპ მენეჯერისთვის საჭირო, ყველას საკვანძო კომპეტენციას მოიცავს.

„თუ გაქვს ტოპ კარიერული მიზნები და გსურს: დასაქმდე მაღალ ანაზღაურებად ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე, დაწინაურდე და მიაღწიო შენს ტოპ კარიერულ მიზნებს, მოხვდე ტოპ მენეჯერთა CEO ბაზაში, გახდე ტოპ- მენეჯერთა ბიზნესასოციაციის წევრი, მიიღო ტოპ მენეჯერის ასოცირების დიპლომი, რომელიც შენს მაღალ მენეჯერულ ევროპულ კომპეტენციას დაამტკიცებს, ჩვენი კურსი ყველა ამ შესაძლებლობას მოგცემს. პროგრამა არის მხოლოდ მათთვის ვისაც სურს ტოპ – მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობა და აქვს სერიოზული კარიერული მიზნები“.

From Middle To TOP CEO_PROGRAM 18 ნოემბერს იწყება. კურსზე სწავლისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, დეტალური სილაბუსი კი მხოლოდ შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია გასაუბრება მის ხელმძღვანელთან. საბოლოდ შეარჩევენ 25 კანდიდატს, შეიქმნება A და BC ჯგუფები (A,დამწყები საშუალო რგოლი, BC საშუალო რგოლი, ტოპმენეჯმენტი). სალექციო დღეებია: სამშაბათი და ხუთშაბათი, დრო – 19:00-22:00 საათი. პროგრამის მენტორები არიან: ეკატერინე ბაბუნაშვილი, გიორგი დონაძე, თორნიკე გურული, ნინო ჯინჯოლავა. ქეის ვერჰაგენი. პროგრამის ხელმძღვანელი – გიორგი კუჭუხიძე.

როგორც ESB-ში ამბობენ, პროგრამის გავლის შემდეგ, ESB-რეკრუტინგი, კურსდამთავრებულებს, უახლოეს დროში, ტოპ კომპანიებში დაასაქმებს.

„გადამზადება ხორციელდება 3 თვე, ევროპული საკვალიფიკაციო სტანდარტების შესაბამისი CEO პროგრამით. პროგრამის საფასურის 50%-ს იხდით ESB-რეკრუტინგისაგან ტოპ მენეჯმენტში დასაქმების შემდგომ. ჩვენ კურსის ღირებულება 2950 ლარია. საფასურის წინმსწრები გადასახადის 50%-ის გადანაწილება შესაძლებელია სამ თვეზე (491 ლარი თვეში)“.

პროგრამაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე.

[R]

განხილვა