აქ გადაწყვიტეს რაღაც ისეთი კი არ შეექმნათ, რაც ყველასთვის იქნებოდა, არამედ ისეთი, რაც უშუალოდ თქვენ შეგეხებოდათ… კამპანია მოგზაურობებზეა, სადაც გაფრენისა და ჩაფრენის მომენტებს ასახავენ, როგორც გზას, რომელსაც მხოლოდ A წერტილიდან კი არა, A ამბიდან B ამბამდე გადაჰყავხართ. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამსტერდამის აეროპორტ Schiphol-ს ეხება, რომელსაც ყოველწლიურად 60 მილიონი მოგზაური სტუმრობს, შესაბამისად, ეს მოგზაურობის ადგილზე უფრო მეტიც გახდა — მილიონობით უნიკალური ამბის განვითარების სივრცედ იქცა…
ზუსტად ამაზე ხაზგასმა მოისურვა ING-მა, ევროპაში წამყვანმა საბანკო მომსახურებამ, რომელიც 39 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრებისეული მოგზაურობის ნაწილია. ახლა კი გვეუბნება, რომ გამგზავრებისა და ჩამოსვლის მსგავსად, ადამიანები ერთი თავიდან მეორეზე გადადიან.
„და რა იქნებოდა უკეთესი გზა ING-ის Do your thing-ის სათქმელად, ვიდრე ამ ცხოვრებისეული მოგზაურობების აღნიშვნა, რაც უნდა დიდი ან პატარა იყოს ის?!“, — აცხადებს ჯორის ფილიპარტი, კამპანიის ავტორი TBWA\NEBOKO-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
საინტერესოა ისიც, რომ კამპანია ING-ის დაპირებას ასახავს, აქციოს საბანკო პროცესები შეუფერხებლად და გაამხნეოს ადამიანები, აკეთონ მეტი. კონცეფციაც საკმაოდ მარტივია, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ენას იყენებს, სამოგზაურო ბილეთებზე დატანილ From-სა და To-ს, რათა შექმნან ამ ტრანსფორმაციის ემოციური ამბები. ამავდროულად, ტურისტების გონებაშიც ზუსტად იმ დროს აღწევს, როცა ისინი მოგზაურობენ — იქნება ეს ბიზნეს თუ რომანტიკული შეხვედრა, From-to კონცეფციის ბილბორდები აეროპორტების ყველა ხალხმრავალ ადგილზეა განთავსებული, ჯამში კი 350 ადგილს აერთიანებს.
„ფიზიკურ სივრცეებში განთავსების გარდა, ჩვენ აღვნიშნავთ იმ განსხვავებულ გზებს, რომლითაც ადამიანები პროგრესირებენ ერთი რაღაცის დასრულებიდან, მეორეს დაწყებამდე…“, — აცხადებს კიმ ლარსენი, Brand & MarCom-დან.