in

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი გადამზადების მესამე ეტაპს იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი – ისრაელის ტექჰაბი Front-end პროგრამირების გადამზადების მესამე ეტაპს იწყებს.

BOG
BOG

„დღესდღეობით ისრაელის ტექჰაბის დამფუძნებლების მიერ შექმნილი კომპანია ისრაელის IT ბაზრის 70% -ს იკავებს და აქვს ფილიალები უნგრეთში, უკრაინაში, ჩინეთსა და თურქეთში. ზუსტად მათი ანალოგია საქართველოში შექმნილი სასწავლო ცენტრიც. აქვე აღსანიშნავია, რომ Front-end დეველოპერი, მთელს მსოფლიოში, დასაქმების მხრივ, ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა“.

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, საქართველოში, 2018 წლის მარტში ჩამოყალიბდა. როგორც პროექტის დამფუძნებლები ამბობენ, აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ პროგრამირების საბაზისო ცოდნა. ისინი გაივლიან ქეისების ტიპის სავარჯიშოებზე დაფუძნებულ კურსს, რომელიც 5 თვის მანძილზე 5 მოდულს, სწავლების 250 საათსა და ფინალურ პროექტს მოიცავს.

„ტექჰაბის მიერ გადამზადებული ბენეფიციარები დასაქმდებიან მსოფლიოს წამყვან ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Benish Group, Archi Group, TMH Marketing Hub, Icetech, Digitalblvd, Icelotto, Interacting Technology და სხვა საერთაშორისო დონის ბრენდები. ამიტომ, თუ გაინტერესებთ პროგრამირება, გსურთ მისი სრულყოფილად ათვისება და გინდათ, მაღალანაზღაურებადი კადრი გახდეთ, ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა“.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, კურსის ღირებულება 2,950 ლარია, თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც. პროექტის ორგანიზატორების თქმით, მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ და ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ტექჰაბის გუნდთან ჩაეწერონ. კურსზე მიღება 19 ოქტომბერს სრულდება.

[R]

დავით ალადაშვილი და ქეთევან დავლიანიძე პროექტ Public(A) Talks-ში მიიღებენ მონაწილეობას

ცნობილი მსახიობები შეურაცხმყოფელი მეტსახელებით! – კამპანია #DefyTheName ბულინგის წინააღმდეგ