25
Dec
2018

ფანჯრებზე წაწერილი გზავნილებით ნაპოვნი სიყვარული

25 Dec 2018

“გაყინული სიყვარული” საშობაო არდადგებზე ნაპოვნ სიყვარულს ეძღვნება. როდესაც მეზობლად ახალი მოსახლე გადმოდის, მოულოდნელი თავგადასავლებისთვის უნდა იყო მზად. წყვილი ერთმანეთს მოჭირხლულ მინებზე გაკეთებული წარწერებით იცნობს. შობა მათი ურთიერთობის დასაწყისი ხდება. რომანტიკული სიუჟეტი საახალწლო განწყობას ქმნის. თუმცა, ამბავს სახალისო ნაწილიც აქვს. ვიდეორგოლის დასასრულს ირკვევა, ვინ დგას ინტრიგის უკან… ვიდეორგოლი ტელეარხ Lifetime-ის კამპანიის ფარგლებში გადაიღეს. Lifetime არის არსი ქალებისთვის, სადაც გადის ამბები ქალებზე და კონტენტსაც ქალები ქმნიან.

 

განხილვა