in , ,

ფრთხილად! გზაზე ბავშვები გადადიან! – Volkswagen-მა ბავშვების უსაფრთხოებისთვის დამცავი ბრელოკები შექმნა

როგორც ჩანს, მძღოლებს დამოუკიდებლად მოსიარულე ბავშვების შემჩნევა უჭირთ. მეტიც, მათთვის მანქანას ქვეითთა გადასასვლელებზეც კი არ აჩერებენ. სტატისტიკის მიხედვით, UAE-ში მომხდარი საგზაო შემთხვევებიდან 20%-ში ფეხით მოსიარულეები მონაწილეობენ. ამიტომ, Volkswagen-მა ბავშვების დასაცავი მექანიზმის ძიება დაიწყო და მიაგნო კიდეც.

ჩვენ მათზე უფრო მეტად ვზრუნავთ, ვისაც ვიცნობთ. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით გადაწყვიტა Volkswagen-მა მძღოლებისთვის ქვეითთა გადასასვლელებზე მოძრავი ბავშვები გაეცნო. არაბულმა სარეკლამო სააგენტო Soho Square-მა სარეკლამო რგოლში სკოლის მოსწავლე ადამის თვალით დანახული პრობლემა გვაჩვენა. მას აწუხებს ის, რომ ვერ ამჩნევენ და გზაზე მის გადასაშვებად მანქანებს არ აჩერებენ.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სკოლის 2000 მოსწავლეს საიდენტიფიკაციო ბრელოკები დაუმზადეს. სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც მოძრაობას აღიქვამს, გადასასვლელებზე მათი სახელები ჩნდებოდა, რამაც მძღოლების ყურადღება მიიქცია და უფრო მეტად დააახლოვა ბავშვებთან.

 

 

ასე რომ, სკოლიკენ მიმავალ, ან იქიდან მომავალ ბავშვებს ზურგჩანთებზე დამაგრებული Volkswagen-ის ლოგოს ბრელოკები, გზაზე უსაფრთხოდ გადასვლაში დაეხმარება. ადამსაც შეუძლია მშვიდად იყოს. დღეიდან, მას ყველა მძღოლი იცნობს.

რისთვის შეიქმნა რეკლამა, სადაც ყველაფერი მკერდის ასოციაციას იწვევს?

ბოდიში პორტუგალიურად – ლიქიორი Harry Kane–ისთვის