13
Feb
2017

ფრთხილად, ეზოში ავი დრონია! – დაცვის განახლებული სისტემა

13 Feb 2017



დიდი ძაღლი ეზოში უკვე კლასიკაა, დაცვის “მყვირალა” სისტემები კი მოძველებული საშუალება, – თანამედროვე ეპოქაში ავი დრონის დრო დადგა. მფრინავი ძაღლის ფორმის დრონი სახლის ტერიტორიას ნამდვილად არაჩვეულებრივად იცავს, ყეფაც იცის, როგორც ძაღლმა და ღრენაც. გარდა ამისა, ნაცნობებისა და უცნობების კარგი აღქმაც აქვს. ხუმრობა იქით იყოს და იტალიურმა ბრენდმა Enel-მა თავისი სახლის დაცვის სისტემების რეკლამირება საკმაოდ უჩვეულო გზით გადაწყვიტა და ძაღლისთავიანი დრონიც სპეციალურად ამ ვიდეორგოლისთვის შექმნა. რეკლამაზე სააგენტო Saatchi & Saatchi-მ იმუშავა.

 

განხილვა