in

შოკოლადის ჯანსაღი ალტერნტივის, Fruya-ს შეფუთვა — 70-იანი წლების ესთეტიკა

ახალგაზრდა გერმნელმა მეწარმემ გადაწყვიტა, Better-For-You ტკბილეული შეექმნა. მისი მიზანი ტრადიციული შოკოლადის უფრო ჯანსაღი ალტერნატივის შემუშავება იყო… შედეგად კი, მწიფე ხილისა და მდგრადი შოკოლადის სინთეზი მიიღო. „არანაირი დანამატები — მხოლოდ ყველაზე სუფთა ბუნებრივი ინგრედიენტები და დაბალკალორიული პროდუქტი“. ასე რომ, როგორც იდეის ავტორები ამბობენ, მომხმარებლები ამ პროდუქტს დანაშაულის გრძნობის გარეშე მიირთმევენ.

იყო ჯანმრთელი, არ ნიშნავს სიამოვნების წართმევას… და განა, ცხოვრება ბალანსის დაცვას არ გულისხმობს?

Fruya-ს ბრენდინგზე კი კრეატიულმა სტუდია Unbound-მა იმუშავა, რომელმაც 70-იანი წლების ესთეტიკა აიღო ძირითად ორიენტირად. ეს იყო გაფიცვებითა და პროტესტებით სავსე ათწლეული, სრული ცვლილებებით სავსე, კონტრასტული განცდებით — ბოჰემური და მშვიდი ჰიპური ვიბრაციებით. Unbound-ს ზოგიერთი ამ კონოტაციის აღება და სტარტაპისთვის დაკავშირება სურდა.

ხელით შექმნილი ლოგო შეფუთვაში ცენტრალურ ადგილს იკავებს და აშკარად შთაგონებულია ეპოქის ტიპოგრაფიით, თავისი მკვეთრი ხაზებითა და დიდი ასოებით. ამას მხარს უჭერს მეორადი შრიფტი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა 70-იანი წლების დიზაინში; და ფერთა პალიტრა — იმდროინდელი პოპულარული კულტურის ფერების თანამედროვე აღქმის გამოხატულება.

რეტრო ატმოსფეროს შენარჩუნებით, შეფუთვის ფორმატი შთაგონებულია საკულტო Poppet საჭმლის ყუთით, რომელიც იხსნება და იხურება კუთხეში. საჭმლის ყუთები დაფარულია უგემრიელესი შოკოლადის საჭმელების გამოსახულებებით. მთლიანობაში კი ძალიან მიმზიდველი, ესთეტიკური და ლამაზი დიზაინი იქმნება.

მეცნიერებმა ხე ცეცხლგამძლე მასალად გადააქციეს

პატრონთან შეხვედრისას, ძაღლები ბედნიერებისგან ტირიან — კვლევა