in

ყოველი დღე შეიძლება იყოს Fryday!

სამწუხაროდ, ყველა დღე პარასკევი არ არის, მაგრამ ყოველი დღე შეიძლება იყოს Fryday – ფრის დღე, რომელსაც გემრიელად შევახრაშუნებთ. ორი წლის წინ, კვების ბაზარზე „ფრაიდეი“ გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებელს თავი დაამახსოვრა თავისი ფილიალების ფერადი გარემოთი. შემდეგ, მისი food truck-იც გამოჩნდა, რომლის გარშემოც ყოველთვის მხიარული განწყობა ტრიალებს და სახელდახელოდ მომზადებული გემრიელი კერძებით. დღეს, სწრაფი კვების მოყვარულებს, „ფრაიდეის“ პოვნა ვაკის პარკსა და დედაენის ბაღში შეუძლიათ. ამას გარდა, „ფრაიდეის“ მუსიკალურ ფესტივალებზეც წააწყდებით, სადაც ფრანგული ფრის ჩახრაშუნება შეგიძლიათ. მოდით, გავიცნოთ, ვინ ქმნის „ფრაიდეის“ და რა ამოძრავებს მათ მხიარულ ბიზნესს.

M: როგორ ჩამოყალიბდა „ფრაიდეის“ გუნდი?

„ფრაიდეის“ შექმნის იდეა ეკუთვნით ადამიანებს, რომლებსაც სურდათ შეექმნათ მაღალი დონის კონკურენტუნარიანი კვების ობიექტი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაზე. ეს იდეა წარმატებით განხორციელდა. ჩვენთვის მნიშვნრლოვანია ყველა თანამშრომელს ჰქონდეს სწორი, ერთიანი ხედვა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო იყოს მაქსიმალურად წარმატებული. კომპანიებს ხშირ შემთხვევაში მომხმარებლის ზრდასთან ერთად უჭირთ ხარისხის შენარჩუნება. ვფიქრობთ, ეს მთავარი პრობლემაა ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის მომხმარებლის ნდობის მოპოვება და შემდგომი შენარჩუნება. საქმისადმი ასეთმა სიყვარულმა და დამოკიდებულებამ ჩამოგვაყალიბა ერთ გუნდად, რაც დაუღალავი შრომის შედეგია.

M: რას გულისხმობს „ფრაიდეის“ კონცეფცია?

დამფუძნებლები არ არინ კულინარიული სფეროს წარმომადგენლები, თუმცა ამას ჩვენი მიზნებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია. „ფრაიდეის“ შექმნა არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცოდით, რომ შემოვდიოდით ბაზარზე, სადაც არის ბევრი სწრაფი კვების ობიექტი და შესაბამისად მაღალი კონკურენცია, მაგრამ იმის ამბიციაც გვქონდა, რომ გავმხდარიყავით ერთ-ერთი საუკეთესო ამ სფეროში. მიუხედავად junk food-ისა, გვინდოდა მიგვეღო პროდუქტი, რომელიც მომზადდებოდა მაღალი ხარისხის ნედლეულისგან და თამამად შევთავაზებდით მომხმარებელს, მათ შორის, ბავშვებს. მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ მაღალხარისხიანი პროდუქცია, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასებად.

„ფრაიდეი“ არის ფერადი, მხიარული, სტუმართმოყვარე, რომელსაც ძალიან უყვარს მისი მომხმარებელი. ჩვენი კონცეფციაც მომხმარებელთან უშუალო, ახლო მეგობრული დამოკიდებულებაა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

თავდაპირველად, ჩვენი სამიზნე ჯგუფი იყო ახალგაზრდა თაობა, სტუდენტები, მოსწავლეები, თუმცა შემდგომში, ყველასთვის საინტერესო და მოთხოვნადი გავხდით, ამიტომ ახლა ჩვენი მომხმარებელი საგძნობლად გაიზარდა და მრავალფეროვანი გახდა.

M: სად შეიძლება თქვენი პოვნა და როგორ მენიუს სთავაზობთ მომხმარებელს?

ამჟამად, მხოლოდ ორი ფილიალი გვაქვს ვაკის პარკსა და დედაენის პარკში. ასევე შეიქმნა “food truck“, რომელსაც შეხვდებით მუსიკალურ ფესტივალებზე. ჩვენი მართვის სტილი დემოკრატიული და სამართლიანია, ყოველი თანამშრომელი თანაბარია, რადგან ვთვლით, რომ ის სამუშაო გარემო, სადაც ჩვენი გუნდი მუშაობს აუცილებელია იყოს ძალიან სასიამოვნო მიზანი კი ყველასათვის ერთი. ჩვენი კომპანია აქტიურად იზრდება, სწრაფად ვითარდება, ჩვენთვის აუცილებელია არ ჩამოვრჩეთ მომხმარებლის მოთხოვნებს.

M: როგორი სტილი და ხასიათი აქვს „ფრაიდეის“, რაც მას ყველასგან გამოარჩევს?

ბრენდის სახელწოდება „fryday/ფრაიდეი“ მარტივად აღქმადი და სწრაფად დასამახსოვრებელია. მასში მოიაზრება “french fries”, რომელიც ჩვენი ძირითადი კერძია, ამიტომ მის გარშემო ვტრიალებთ უგემრიელესი გარნირებით, საავტორო სოუსებით და ჰოთ-დოგების დიდი არჩევანით, რომელიც საოცრად უხდება ფრის. ჩვენი სლოგანია Every day is a Fryday, შესაბამისად სამუშაო განრიგიც ასეთია, ვმუშაობთ ყოველ დღე. რატომ „ფრაიდეი“? ალბათი მიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი, ჩვენში არის ის დიდი პოტენციალი ვაკეთოთ საქმე ძალიან კარგად. ის დადებითი და ჯადოსნური აურა, რომელიც ტრიალებს ჩვენს ფილიალებში, ნამდვილად შესამჩნევია მომხმარებლისთვის, იყო შეცდომებიც, რამაც ვფიქრობ, გაგვზარდა და ერთგვარი გამოცდილება შეგვძინა ამ სფეროში.

M: უკვე ორი წელია რაც ბაზარზე ხართ, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

ჩვენ უკვე ორი წელია, რაც ამ სფეროში ვართ. განვლილი გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, განსაკუთრებით მძიმე იყო პანდემიურ პერიოდში. ამ ორ წელიწადში უკვე გაგვიცნო ხალხმა, გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი , ამ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ უკეთ დაგვანახა, რომ ხარისხი უმნიშვნელოვანესია, თამამად ვიღებთ მონაწილეობას მუსიკალურ ფესტივალებზე ახალშექმნილი “food truck”-ით, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ ღირსეული კონკურენტი ვართ ნებისმიერი კვების ობიექტისთვის.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რასაკვირველია, არ ვაპირებთ გაჩერებას. გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური სამომავლო გეგმები, ვხედავთ,რომ მომხმარებელი ელის ჩვენგან უფრო მეტს, ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი არეალი, გაიხსნას კიდევ ფილიალები როგორც თბილისში, ასევე თბილისის გარეთ. უპირველესი მიზანია შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი, ის რის გამოც უყვართ „ფრაიდეი“. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისთვის და ვპირდებით არ
გავუცრუებთ იმედებს.

[R]

მხარი დაუჭირეთ თქვენს გუნდს ცუდი სიახლეების დროს

Meta-ს ახალი VR ჩაფხუტები — „რეალობისგან განუსხვავებელი“ სამყაროები