ახალი კამპუსი, ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, სამწლიანი პროგრამები, ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა – ეს ის სიახლეებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს.
უნივერსიტეტი მალე მეორე, ახალ კამპუსს ხსნის და პროგრამების ჩამონათვალსაც აფართოებს:
BTU-მ შეიმუშავა ინოვაციური, ახალი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში რომლის აკრედიტაციის პროცესი ახლა იწყება, ტექნოლოგიები ვითარდება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში, იცვლება მეთოდოლოგია, ჩნდება ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, AI და ნეირომეცნიერება, კიბერფსიქოლოგია, ციფრული ადიქცია, ციფრული ანთროპოლოგიის ცნება და სხვა. ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია 21-ე საუკუნეში, BTU_ს უნიკალური საბაკალავრო პროგრამა, კი ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიების კომპონენტებს სტუდენტებს ინტეგრირებულად შესთავაზებს.
პროგრამით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის სასწავლო კურსებს ასევე ემატება ერთი და ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები ციფრულ მარკეტინგში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯამში, 10 აკრედიტებულ პროგრამას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე უკვე ახორციელებს, რომელთა შორის 6 მათგანი მეორე, ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
BTU-ს განსხვავებულმა ხედვამ, ყველა პროფესისა და ინდუსტრიაში ტექნოლოგიების ინტერგრაცასთან მიმართებით, მას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტს ქვეყანაში ყველაზე მაღალმოთხოვნადი ტექნოლოგიური პროგრამები აქვს და მომდევნო წლიდან, სტუდენტების უპრეცედენტო, 2000-მდე კონტინგენტის მიღებას გეგმავს.
სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფისთვის, პარტნიორობა აქვს 90-ზე მეტ მაღალრეიტინგულ დასავლურ უნივერსიტეტთან, არის 12 საერთაშორისო ქსელის წევრი – მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული MIT-ის Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, European University Association და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია, MarTech ლაბორატორია.
[R]