in

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა FT Partners თიბისის ფინტექ გამოცდილებას ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა

სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა FT Partners თიბისის გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ჩაწერა ინტერვიუ. FT Partners ერთადერთი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მხოლოდ ფინტექის ინდუსტრიის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის ოფისები ოთხ ქალაქშია წარმოდგენილი: სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, მაიამი და ლონდონი. კომპანიამ M&A Advisor-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ტიტული მოიპოვა და წლის საუკეთესო საინვესტიციო დილერად დასახელდა.

FT Partners განსაკუთრებით დაინტერესდა თიბისის ციფრული ბანკინგის გამოცდილებით, საქართველოსა და უზბეკეთში. ინტერვიუში დეტალურად არის წარმოდგენილი თიბისის შედეგები ორივე ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარზე თიბისიმ კაპიტალიზაციის უდიდეს მაჩვენებელს მიაღწია, გადახდის პლატფორმა Payme-ის $5.5 მილიონად შეძენის შემდეგ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე ციფრული ბანკის სახით განაგრძო და მომხმარებლებს გადახდის სერვისები და საბანკო პროდუქტები ონლაინ რეჟიმში წარუდგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, TBC UZ-მა 1.8 მილიონი მომხმარებელი შეიძინა.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარების დინამიკა და 30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარა FT Partners-ს. გენერალურმა დირექტორმა გუნდის განვითარებაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დეკადის წინ, თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა და დამოუკიდებელ საქართველოში მყარი ფინანსური ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად დაუღალავად მუშაობდა შეესრულებინა თავისი მთავარი მისია – ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. ვახტანგ ბუცხრიკიძემ ძირეული ციფრული ტრანსფორმაცია მიმოიხილა, რამაც წლების განმავლობაში, თიბისი ფინტექ კომპანიად ჩამოაყალიბა. ხოლო, Space-ის ციფრული ბანკინგის განვითარებამ ოპერირება ფინანსური პროდუქტების მიწოდება მნიშვნელოვნად გაამარტივა და სრულად დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა, რამაც მისი საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო თიბისიმ უზბეკეთში ოპერირებისთვის მზადება.

უზბეკეთის ბაზრის შესწავლა თიბისის გუნდმა, ჯერ კიდევ, 2018 წელს დაიწყო. 35-მილიონიან მოსახლეობაში სმარტფონის გამოყენების მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა. თიბისის გუნდი მივიდა აზრამდე, რომ უზბეკეთში ოფისების ამუშავებამდე ოპერირების დაწყება და მომხმარებლების მოზიდვა ციფრული ბანკინგით შეეძლო. Space-ის ფინტექ პლატფორმის საშუალებით, პირველი ნაბიჯები 2020 წლის ბოლოს გადადგეს, რის შედეგადაც უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი გამოჩნდა. საოპერაციო პროცესები საქართველოდან იმართება, უზბეკეთში მყოფი გუნდი კი ადგილობრივი ბაზრის ბიზნეს ოპერაციებს უზრუნველყოფს.

მთლიანობაში, სრულად ციფრული ბანკი მოიცავს 24/7-რეჟიმში მომხმარებლის უზრუნველყოფას, რაც სხვადასხვა ციფრული სერვისით, არხით თუ ავტომატიზებული ციფრული ასისტენტით ხდება.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ დეტალურად მიმოიხილა უზბეკეთის ბაზარზე განვითარების დინამიკა, პერსპექტივები და აღნიშნა, რომ თიბისის გუნდი კვლავაც მზად არის ახალი შესაძლებლობებისთვის.

სტატიის სრულად გაცნობას ამ ბმულის საშუალებით შეძლებთ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Kodak ეროვნულ ისტორიულ ქიმიურ ღირსშესანიშნაობად აღიარეს

Viber-ის 8 ფუნქცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ