in

ფაბრიკაში Fuckup Nights Tbilisi vol. 13 გაიმართება

24 მაისს, 20:00 საათზე, Fabrika-ს საკონფერენციო დარბაზში Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით რიგით მე-13 Fuckup Nights Tbilisi გაიმართება.

bog
bog-mob

 

Fuckup Night Vol.13-ის მომხსენებლები იქნებიან:

კახა მაღრაძე, ჯეპრა • Gepra-ს უფროსი პარტნიორი
გურამ შეროზია, ანტრეპრენერი და სოც-მედია ინფლუენსერი
აჩიკო გულედანი, Tbilisi Open Air / AlterVision-ის დამფუძნებელი
აიეტი კუკავა, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის თავმჯდომარე.

ზოგჯერ საუკეთესო ამბავი არასწორი გადაწყვეტილებით იწყება… სწორედ ამიტომ ყოველთვიურად ასობით ადამიანი გლობალურ Fuckup სცენაზე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიას უყვება. Fuckup Nights ეს არის ღონისძიებათა სერია ყველასთვის, ვინც მზადაა, ისწავლოს სხვის შეცდომებზე.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიებია, რომლებსაც მომხსენებლები გვიზიარებენ, იქნება ეს CEO, რომელმაც მილიონიანი ინვესტიცია დაკარგა, ანტრეპრენერი, რომელმაც არასწორი ბიზნეს პარტნიორი აირჩია, მწერალი, რომლის ყველა წიგნი დაიწუნეს, თუ ათლეტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დაშავდა. Fuckup Nights-ის მომხსენებლები არიან ადამიანები, რომლებიც დამარცხდნენ, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა და მზად არიან, საკუთარი წარუმატებლობა სხვებს გაუზიარონ.

“როდესაც სტარტაპ ბიურო შევქმენით, ჩვენი მთავარი მიზანი, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელის შეწყობა იყო. სწორედ ამ პროცესში შევნიშნეთ ქართულ საზოგადოებაში წარუმატებლობის ნეგატიური აღქმა და შიში. ეს სტიგმა იყო, რამაც Fuckup Nights Tbilisi-ს ორგანიზება შთაგვაგონა.” – ამბობს გური ქოიავა, თბილისი სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.

დამატებითი ინფორმაცია:

Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს კი ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა.

“ამ ხნის განმავლობაში Fuckup Tbilisi-ს სცენა ღია იყო ყველასთვის, ვინც არ შეუშინდა ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. ვუმასპინძლეთ სტარტაპებს, არქიტექტორებს, ექიმებს, პოლიტიკოსებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს და უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს.”

საცურაო კოსტიუმი, რომელიც არ შეგარცხვენთ – Pornhub-ის კამპანია

როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვებში ფარული ნიჭი? – UCMAS-ის გონებრივი განვითარების პროგრამა