11
Apr
2018

ღონისძიებათა სერია Fuckup Nights – Tbilisi Startup Bureau-ს, იმფაქთ ჰაბ თბილისისა და ფაბრიკასგან!

11 Apr 2018

13 აპრილს, 19:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში სტრატს აიღებს პირველი Fuckup Nights – ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა. თვეში ერთხელ, მსოფლიოს 250 ქალაქში, 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights-ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი და არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის პირველი Fuckup Night-ის მომხსენებლები არიან: ვახო ვახტანგიშვილი – ლივინგსტონის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ბესო პაპიაშვილი – ტაქსიფაის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დარასელი – ონლაინ პლატფორმა AT.ge-ის დამფუძნებელი, ნიკო ნერგაძე – ჟურნალისტი, ჟურნალ Playboy Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 250 ქალაქში მიმდინარეობს. პროექტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სხვის შეცდომებზე სწავლისა და კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან დროის გატარების სურვილი აქვს, – ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება!

ღონისძების ორგანიზატორები არიან: Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika Hostel და Fabrika.
ღონისძიების სპონსორი: ლუდი “ქარვა”

მხარდამჭერები: კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე წარმეტების ბიბლიოთეკა, Scoot Scoot, Camora Hairdresser&Barber.

Fuckup Nights-ზე ონლაინ ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ:
❏ Eventer.ge: https://eventer.ge/event/Fuckup-Nights-Tbilisi-856-geo
❏ Biletebi.ge: https://biletebi.ge/fabrika/fuckup-nights-tbilisi-vol1-fuckup-nights-tbilisi-vol1
❏ TKT.ge: https://tkt.ge/ka/event/fuckup-nights-133043

განხილვა