29
Jan
2019

„ფაბრიკაში“ Fuckup Nights Tbilisi გაიმართება

29 Jan 2019

31 იანვარს, რიგით მე-9 Fuckup Nights გაიმართება. ეს ღონისძიებათა სერიაა, სადაც პროფესიული მარცხის ამბებს ჰყვებიან. ამჯერად, საკუთარ გამოცდილებაზე გიორგი ლალიაშვილი (AppStack-ის თანადამფუძნებელი), ქეთა ლომიძე (ანტრეპრენუარი)​, დავით სუბელიანი (მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი) და ნიკ დვალიძე (ჟურნალისტი, სცენარისტი, PR მენეჯერი) ისაუბრებენ.

„ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს“ , – ამბობენ ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო. დღეს უკვე 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში ტარდება – თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi vol. 9-ზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. ღონისძიება „ფაბრიკაში“ გაიმართება, დასაწყისი 20:00 საათზე.

ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi. პარტნიორები: აქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და თბილისის ღამის ეკონომიკა (Tbilisi Night Economy), Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures, „ლურჯი ოკეანე“, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, „ქარვა“ და adjaranet.com. მედია პარტნიორები არიან: Marketer.ge, Entrepreneur Georgia, AT.ge, „ინდიგო“ , bpn.ge და რადიო „შოკოლადი“.

განხილვა