აქ ყველაზე მთავარი Fuego Corazón გახლავთ, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, „ცეცხლოვანი გული“, რომელიც მესკალის ნამდვილ შეგრძნებას ასახავს. ამასთან, სულს, რომელიც, თავის მხრივ, აგავის გულის დაწვის ძველი ტრადიციიდან წამოვიდა და სასმელს გამორჩეულ კვამლის არომატს მატებს. სწორედ ამ სიღრმისეულმა კონცეფციამ შთააგონა დიზაინის ენაც, რომელიც გრაფიკული დიზაინერის Studio Fen-ისა და ილუსტრატორის K Page-ის მრავალფეროვან ნიჭს აერთიანებს. გვეუბნებიან ისეთია, სუსტი გულის მქონე ადამიანებმა რომ არ უნდა ნახონო…
თავდაპირველი მიზანი კი ბრენდის იდენტობის შექმნა იყო, რომელიც პროექტის ყველა დეტალზე მოგვიყვებოდა. ამგვარად, ავტორებიც ფოკუსირდნენ ყველაფერზე, დაწყებული უხეში, ხელნაწერი ტიპოგრაფიით, გაგრძელებული თამამი ილუსტრაციებითა და დამთავრებული მესკალის ინტენსიური არომატით, რასაც მოჰყვება მექსიკური უდაბნოს ველური ცხოვრება და ბრენდის მიმზიდველი ხმის ტონი. ცოტა ჩახლართულად კი შეიძლება იკითხებოდეს, მაგრამ ასე ავთენტურობისა და მხიარული ენერგიის დაბალანსება მოახერხეს.

როგორც ხედავთ, არჩევანი ტიპოგრაფიისა და ილუსტრაციების შერწყმაზე გააკეთეს, რითაც ერთიანი ვიზუალური გამოცდილება შექმნეს და პროექტის საერთო სულისკვეთებაც ასახეს. შედეგად, ეტიკეტის დიზაინი ტრადიციებს თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს და ქმნის ვიზუალურ იდენტობას, რომელიც როგორც მესკალის დიდი ხნის მოყვარულებს, ისე ახალგაზრდა მომხმარებლებსაც დააინტერესებთ.
დაბოლოს, სუსტი გულის საკითხზე რამდენად მართლები იყვნენ, მოდით, ეს თავად შეაფასეთ:




















