in

სუპერკომპიუტერ Fugaku-ს Covid-19-ს საწინააღმდეგო მედიკამენტების აღმოსაჩენად გამოიყენებენ!

სუპერკომპიუტერი Fujitsu-სა და Riken-ის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა

Fujitsu-მ განაცხადა, რომ ის, მცირე ზომის მოლეკულის დამხშობი ნაერთების დასადგენად Fugaku-ს, Fujitsu-სა და Riken-ის მიერ შექმნილ სუპერკომპიუტერს გამოიყენებს. შედეგად კი, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები იქნას აღმოჩენილი.

Liffit
Liffit

პროექტი, რომელიც მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვლევით ცენტრთან (RCAST) და ტოკიოს უნივერსიტეტთან ჩატარდება, IT წამლის აღმოჩენის ტექნოლოგიას, რათა განისაზღვროს მოლეკულური მექანიზმი. ეს უკანასკნელი ხელს უშლის COVID-19 ინფექციებს და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამგვარად მცირე მოლეკულის სამკურნალო პრეპარატების საბოლოო განვითარებას მივაღწევთ.

Fugaku ამ პროექტში ვირუსის ცილების დინამიკური ქცევის საფუძველზე გამოთვლებს შეასრულებს, რაც დამხშობი ნაერთების დადგენასა და სამომავლო მუტაციების პროგნოზირებას ემსახურება. ასევე, სუპერკომპიუტერს ვირუსული ცილების მოლეკულური სიმულაციების შესასრულებლად და დამთრგუნველი ნაერთების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებენ – ამ გზით, შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე მივიღოთ თერაპიული პრეპარატები.

“ვინაიდან აუცილებელია მოლეკულური სტრუქტურის შექმნა, რომელიც მჭიდროდ იერთებს ვირუსულ ცილას და აკონტროლებს მის აქტივობას, სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელების შექმნასა და ინფექციის მოლეკულური მექანიზმების გარკვევასაც მივმართავთ” – განმარტავს Fujitsu.

პროექტზე მუშაობა ამ კვირაში დაიწყო და მომავალი წლის მარტამდე გაგრძელდება. საგულისხმოა, რომ იაპონიაში სუპერკომპიუტერს უკვე იყენებენ ამჟამად არსებული მედიკამენტების დასადგენად, რომლებიც გამოსადეგია COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედებს.

მაღალი სიჩქარეც კლავს! [კამპანია]

Facebook-ის პირდაპირი აუდიო ოთახები და პოდკასტები აშშ-ში ამოქმედდა!