Fujifilm-ის უახლესი Instax კამერა ჩვეულებრივ ფირის კამერების მუშაობის ტექნიკას იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მხიარული ეფექტების შესაქმნელად… მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსახულებას დამატებით ფერებს სძენს, თუ ყვითელი LED მოყავისფრო-მოყვითალო ელფერს მატებს ფოტოს, მწვანე LED უფრო გახუნებულ ფერს გვთავაზობს გამოსახულებებში. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ ძველი ვინტაჟური კამერების გამოცდილება შესთავაზონ მომხმარებლებს.
ალბათ, ფიქრობთ, რომ ამაში გასაოცარი არაფერია და თავადაც დაადებდით ფოტოს რაიმე ფილტრს, თუმცა გვეუბნებიან, რომ ის, რასაც Instax Mini 99 აკეთებს, უბრალოდ გენიალურია — ფირებს ციფრულ ფილტრს კი არ მატებს, არამედ ფერის დამატებით ცვლის იმას, რასაც თქვენი კამერა ხედავს. ასე კი სამართლიანად გვევლინება ვინტაჟური კამერების ანალოგად.
გამოსაყენებლადაც საკმაოდ მარტივია, უბრალოდ მრგვალი ღილაკი უნდა დაატრიალოთ და სასურველ ეფექტზე გააჩეროთ… ამასთან, 60 მმ f/10 ლინზა, LCD პანელი და საკმაოდ გამძლე NP-70S ლითიუმის ბატარეა აქვს. წინასწარი შეკვეთებიც უკვე დაწყებულია, ოფიციალურად კი გაყიდვაში აპრილში ჩაეშვება.