in

Fujifilm-ის ახალი ფოტოაპარატი სმარტფონს ჰბაძავს

ფოტოგრაფია წლების მანძილზე თუ ჰორიზონტალური იყო, სმარტფონებმა ვერტიკალურად გადაღებას მიგვაჩვია და სწორედ ამას პასუხობს Fujifilm-ის ახალი X half კომპაქტური ციფრული კამერაც. სურათების გადაღების წესს ცვლის და რევოლუციური მიდგომით, ერთი მხრივ, სმარტფონებს ჰბაძავს, მეორე მხრივ კი მობილური ფოტოგრაფიისგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვპირდება. 

ოღონდ მხოლოდ JPEG ფორმატებს იღებს, რასაც სულაც არ თვლიან ნაკლად, პირიქით, შესაძლებლობად აღწერენ, რა დროსაც მომხმარებლებს კომპოზიციასა თუ დროზე ფოკუსირება შეეძლებათ და შემდგომი დამუშავების საკითხებსა და ტექნიკურ სრულყოფაზე არ ფოკუსირდებიან. აქ დიზაინის ფილოსოფია უფრო ხედვის განვითარებაზეა ორიენტირებული და არა, რედაქტირების უნარებზე.

X half 240 გრამს იწონის, რითაც ზოგიერთ სმარტფონზე მსუბუქიც კია… კომპაქტურიც გახლავთ ზომებით: 105.8 მმ x 64.3 მმ x 30.0 მმ. შესაბამისად, ჯინსის ჯიბეშიც მარტივად მოათავსებთ. 

Fujifilm-მა არჩევანი ფიქსირებულ 10.8 მმ F2.8 პრაიმ ლინზაზე შეაჩერა, რაც უზრუნველყოფს იდეალურ ბალანსს გარემო კონტექსტსა და ობიექტს შორის. თუ პროდუქტის სპეციფიკაციებს დავაკვირდებით, კონკრეტული ხედვის არე  საყვარელი Fujifilm QuickSnap ერთჯერადი კამერების ხედვას იმეორებს და მომხმარებლებისთვის ნაცნობ პერსპექტივას ქმნის.

X half-ში Fujifilm-მა 90-წლიანი ფერთა მეცნიერების მემკვიდრეობაც გაიხსენა და 13 Film Simulation-ის რეჟიმი შემოგვთავაზა. თითოეული სიმულაცია გვთავაზობს უნიკალურ მახასიათებლებს, რომლებიც ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორ უდგებიან ფოტოგრაფები სხვადასხვა ობიექტებსა და განათებას. სისტემა კიდევ უფრო შორს  3 ახალი შემოქმედებითი, ფირის ფოტოგრაფიით შთაგონებული ფილტრის დამატებით მიდის, მათ შორის კი Light Leak, Halation და Expired Film გვხვდება.

FUJIFILM X half-ის კომპაქტური კამერა ივნისის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი, ფასი კი 849.99 დოლარი იქნება.

საქართველოს ბანკის მაისის PLUS შეთავაზებები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, შეხვედრა Humans of AI გაიმართება