Discord სერვერის გამოწერის პროგრამას აფართოებს და მეტ კრეატორს მისცემს შესაძლებლობას, გამოწერისა და პრემიუმ წვდომის სანაცვლოდ, მხარდამჭერებს ფული გადაახდევინონ.
„დღეიდან ჩვენ ვაფართოებთ Discord-ზე სერვერის გამოწერის შესაძლებლობას, რაც კრეატორებს მისცემს საშუალებას, მათივე სერვერით ფული მარტივად გამოიმუშაონ“, — განაცხადა Discord-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, დერეკ ლანგმა
აშშ-ში სერვერებს უფლება აქვთ, გამოწერის გადასახადი გაააქტიურონ, თუ რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ:
- კრეატორი 18+ წლისაა
- ანგარიში კარგ მდგომარეობაშია
- ელ. ფოსტა და მობილურის ნომერი უნდა იყოს ვერიფიცირებული
- აუცილებელია ორფაქტორიანი ავტორიზაცია

კრეატორებს შეეძლებათ, თავად დააწესონ გადასახადი. Twitch-ის შემოსავლის კრიტიკული 50%-იანი გადასახადისგან განსხვავებით, Discord-ზე კრეატორები შემოსავლის მხოლოდ 10%-ს გადაიხდიან. ამასთან, განაღდების პირობები განსხვავებულია და დისქორდზე ამას მეტი დრო დასჭირდება — კერძოდ, მომხმარებელი თვის განმავლობაში შეგროვებულ თანხას თვის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში ვერ მიიღებს. მარტივად, იანვარში მიღებულ თანხას კრეატორი მარტის დასაწყისამდე ვერ მიიღებს. ამავდროულად, განაღდებისათვის აუცილებელი მინიმალური თანხა 100 დოლარია.
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული კონტენტის მონეტიზაცია დაუშვებელი იქნება. მათ შორისაა არალეგალური ნარკოტიკები და სახიფათო იარაღები, სექსუალური კონტენტი და ყველაფერი, რაც აზარტულ თამაშებთანაა დაკავშირებული.
მომხმარებელთა დასახმარებლად, Discord-მა კრეატორების პორტალიც, რომელზეც დეტალურადაა ახსნილი ამ მონეტიზაციის პრინციპები და წესები.











