პირველ რიგში, განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინები. Full code, low-code, და no-code აღნიშნავს კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის აგების სამ გზას. მათგან თითოეულს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს.
რა არის Full-Code?
Full-Code ანუ სრული კოდი აღნიშნავს ტექსტს, რომელსაც პროგრამისი წერს, პროგრამული ენის გამოყენებით. აპლიკაციის, ვებგვერდის ან ფონური პროცესების აგებისას, Full-Code საშუალებას იძლევა მაქსიმალურად მოარგოთ ყველა დეტალი თქვენს მიზანს. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და პროცესუალურადაც – რთული. ჯერ კიდევ, ახლო წარსულში, ყველაფერი Full-Code-ით იწერებოდა. თუმცა, ახლა უკვე არატექნიკურ სპეციალისტებსაც შეუძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.
უპირატესობა ისაა, რომ Full-Code-ით სრული პერსონალიზაცია შეგიძლიათ და მართვაზეც მეტი კონტროლი გაქვთ. ნაკლი ის გახლავთ, რომ მაღალი დონის ტექნიკური უნარები სჭირდება, ბევრი დროითი რესურსი მიაქვს და ბევრად ძვირიც ჯდება.
რა არის Low-Code?
Low-Code-ის შემუშავება კოდინგის უნარებს საჭიროებს, თუმცა ეს სრული კოდისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. Low-Code-ის საშუალებით, პროგრამისტს შეუძლია ბევრად სწრაფად შექმნას ან შეცვალოს აპლიკაცია, შაბლონების, არსებული კოდის გამოყენებით და სხვა ხერხებით. საერთო ჯამში, Low-Code ბიზნესს უადვილებს ახალი აპლიკაციების შექმნას.
Low-Code-ის უპირატესობაა, რომ მისი კონფიგურაცია შესაძლებელია. პროცესუალურად სწრაფია და ბევრად ადვილად სამართავი, ვიდრე სრული კოდი. ნაკლი ისაა, რომ კოდირების საბაზისო უნარები მაინც გჭირდებათ და ნაკლებად გაქვთ ადმინისტრირებაზე კონტროლი.
რა არის No-Code?
No-Code-ისთვის კოდინგის ცოდნა საერთოდ არ გჭირდებათ, პროგრამის შესაქმნელად. ესაა პროგრამული უზრუნველყოფის კოდის გარეშე შექმნა. კოდის გარეშე პროგრამირება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ტექნიკური უნარები, საშუალებას აძლევს შექმნან აპლიკაციები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციის მიმდინარე ინფრასტრუქტურასთან და არსებულ სამუშაო პროცესებს ერგებიან. კოდის გარეშე მუშაობა მიმზიდველი ვარიანტია ბიზნესისთვის, რადგან ის ადაპტირებადი და მარტივია, მისი გამოყენება კი ნებისმიერს შეუძლია.
მისი შექმნა ადვილია, სწრაფია, ხარჯეფექტურია, თუმცა, ადვილად ვერ გადააკეთებთ, თქვენი სურვილის მიხედვით.
როდის სჯობს No-Code Full-Code-ს?
უკოდო პროგრამული უზრუნველყოფა ბევრად იაფი ჯდება და შესაძლოა, სავსებით თავსებადი იყოს იმ საჭიროებებთან, რაც თქვენს კომპანიას აქვს და თქვენი გაყიდვებიც საგრძნობლად გაზარდოს. სრული კოდი კი ბევრად ძვირი ჯდება შესაქმნელადაც და შესანახადაც. თუკი უკოდო პროგრამა მოკლე დროში იქმნება, სრულ კოდს სჭირდება დიდი დრო, ტესტირება, პერიოდული განახლება, შეცდომების ძიება, ადაპტირება სიახლეებზე და ა.შ. No-Code-ის კონფიგურაციის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ის სრულ კოდთან შედარებით, მაინც მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
მაგალითად, Zapier – მას ჰყავს ინჟინრების ძლიერი გუნდი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს რთული პროდუქტების შექმნაზე. ეს კომპლექსური, პერსონალიზებული პროდუქტია, რომელიც მაღალ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს ფლობს. ამავდროულად, კომპანიას არაერთი პროცესი და ოპერაცია აქვს, რისთვისაც No-Code პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. ამაში გუნდი დროს მნიშვნელოვნად ზოგავს და შეუფერხებლად ქმნის სისტემებსა და ფუნქციებს.
No-Code არის ბიზნესის მომავალი
Zapier-ის გამოკითხვით, No-Code-ის მომხმარებელთა 90% მიიჩნევს, რომ ამ მეთოდმა კომპანია მნიშვნელოვნად გაზარდა. Low-Code ან No-Code მიდგომა ამცირებს ხარჯებსa და დროს, რაც მას იმ ბიზნესისთვის აქცევს სასურველ გზად, რომლებიც სწრაფად და დაბალი ხარჯით ცდილობენ განვითარებასა და პროცესების გამარტივებას. Low-Code და No-Code პლატფორმები ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალ კოდერებსა და დეველოპერებს. მიუხედავად ამისა, ეს გზა საშუალებას აძლევს ბიზნესს გააფართოვონ ისეთი გზები, რომლებიც ადრე შეუძლებელი იყო, რაც მათ ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს მომავლისთვის.
წყარო: Zapier