in ,

π სიმბოლოს ფორმის ველოსიპედი მათემატიკის მოყვარულებისთვის!

veon
veon

π-ის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 14 მარტს აღინიშნება ხოლმე, მათემატიკის მოყვარულმა ხელოვანებმა მარტინ კუმენმა და თადას მაქსიმოვასმა პი რიცხვის აღმნიშვნელი სიმბოლოს ფორმის ველოსიპედი შექმნეს. შთაგონების წყარო, მათემატიკასთან ერთად, მალაიზიელი მხატვრის, იაო ჰუმის ილუსტრაციაც გახდა. მართალია, უჩვეულო ფორმის ველოსიპედის შექმნა ისეთივე რთული აღმოჩნდა, როგორც თავად პის მნიშვნელობაა, თუმცა, წარმატებით განხორციელებულმა იდეამ მარტინი და თადასი უფრო მასშტაბურ სამომავლო გეგმებზე დააფიქრა.

 

GWP-ს ვიდეორგოლი წყლის რესურსის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად – #ჩვენვუფრთხილდებით

ქართული დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა – დებიუტანტი რეჟისორის, ზურა მამაგულაშვილის ნამუშევარს შვეიცარიაში, საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ