in

ახალი კვლევის თანახმად, “ფულს ბედნიერების ყიდვა შეუძლია”

კეთილდღეობის ყველა ფორმა შემოსავლის პარალელურად იზრდება

“ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი” – ეს ის ფრაზაა, რომელიც გამუდმებით გვესმის და ხშირად დავის საგანიც კი ხდება. მართალია, ბევრი ჩვენგანისთვის მატერიალური კეთილდღეობა მეორეხარისხოვანი ან სულაც უმნიშვნელოა. თუმცა კვლევა, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, საპირისპიროს ამტკიცებს – დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ემოციური კეთილდღეობა საგრძნობლად დაბალი იყო, რაც პოტენციურად ძირითადი საჭიროებების ვერ დაკმაყოფილებას უკავშირდება.

“ეს დამაჯერებელი შესაძლებლობაა – იდეა, რომ ფული წყვეტს, როგორ გრძნობს ადამიანი თავს წუთიდან წუთამდე. როდესაც შემოსავლების ფართო სპექტრს გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ კეთილდღეობის ყველა ფორმა შემოსავლის პარალელურად იზრდება. რთულია, აღმოაჩინო რაიმე ამისგან თავის დასაღწევი, რომ ფული მნიშვნელობას კარგავდეს.” – აცხადებს Penn Today. 

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში 33 391 ადამიანი გამოიკითხა, რომლებსაც სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსვამდა კითხვას – “როგორ გრძნობთ თავს ახლა?”.

შედეგად კი, როგორც ჩანს, შემოსავლის ცვლილებას მუდმივი კავშირი აქვს ადამიანის კეთილდღეობასთან – აქ მთავარი არა კონკრეტული რაოდენობა, არამედ შემოსავლის პროპორციული ცვლილებაა, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის განწყობაზე.

და მაინც, რატომ არის ფული ბედნიერებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

ამაზე ცალსახა პასუხი არ მოიძებნება, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, მეთიუ კილინგსვორტის, პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის უფროსი თანამშრომლის, თქმით, დამატებითი ფული ადამიანებს ტანჯვის შემცირებასა და სიამოვნების გაზრდაში ეხმარება. ასევე, ნაკლები შემოსავლის დროს, ყველას დაუცველობის გრძნობა და შიში უჩნდება, რომ ვერ შეძლებენ მაგალითად, გადასახადების გადახდას.

ახლა კი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად მეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ ფულს და ყოველთვიურ შემოსავალს თქვენს ცხოვრებაში…

iPhone 12-ის გაყიდვებმა კომპანიის ისტორიაში რეკორდული შემოსავალი მოიტანა

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციებში?