in

იაპონური კაფე Fumfula უკვე აბაშიძეზე, ვაკეშიც გაიხსნა

იაპონური კერძების კაფე Fumfula-მ თბილისში რიგით მეორე ობიექტი გახსნა. 12 იანვრიდან იაპონური ფენქეიქების და სხვა კერძების მოყვარულებს უკვე ირაკლი აბაშიძის #81-ში შეუძლიათ სტუმრობა.

აქამდე კაფე ფუმფულა ბაზარი ორბელიანზე იყო წარმოდგენილი და როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ ამის გამო გადაწყდა ახალი ობიექტის გახსნა ახალ ლოკაციაზე.

Cafe Fumfula თავის სტუმრებს ჟოლოს, მარწყვის, სხვა კენკრის, შოკოლადის, მანდარინის, ტირამისუსა და კარამელის იაპონურ ფუმფულა ფენქეიქებს სთავაზობს.

კაფეში ასევე დააგემოვნებთ იაპონური, ნაკლებშაქრიანი ფენქეიქითვე დამზადებულ საუზმეებს, ჯიოზას, ტეპმურასა და სხვა იაპონურ კერძებს.

Cafe Fumfula ახლა უკვე ორ ლოკაციაზეა და ელოდება დიდებსა თუ პატარებს.

[R]

3 რამ, რაც წარმატებულ სპიკერად გაქცევთ

Google Assistant-ში 17 „ნაკლებად გამოყენებული“ ფუნქცია წაიშლება