in

1970-იანი წლების Apple-1 აუქციონზე გაიყიდება

veon
veon

Apple-ის მომხმარებლებისა და არა მხოლოდ მათთვის, მალე, ისტორია გაცოცხლდება. სექტემბერში კომპიუტერი Apple-1 აუქციონზე გაიყიდება. მოდელი 1970-იან წლებში, სტივ ჯობსმა და სტივ უოზნიაკმა შექმნეს. მისი შეძენა მხოლოდ კოლექციის გამდიდრებას არ ნიშნავს, როგორც გამოცემა mashable წერს, კომპიუტერი საექსპლუატაციოდ ვარგისია.

ექსპერტმა კორი კოენმა Apple-1 ამ ზაფხულს აღადგინა და შემოწმების შედეგად, საკმაოდ მაღალი რეიტინგი – 8,5/10 მიანიჭა. როგორც აუქციონერები ვარაუდობენ, კომპიუტერი $300 000-დან $400 000-მდე გაიყიდება. არსებული მონაცემებით, კომპლექტში შედის Apple-1-ის ორიგინალური პლატა, კლავიატურა, ვიდეო მონიტორი და ა.შ.

შემოქმედებითი კრიზისი – „ჯერ არასდროს არ შობილა ცნება ასე მცდარი!“ – სანდრო ციცქიშვილის #აზრები

#თაობა Echowaves-იდან – რეპორტაჟი ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან