in

30 ივნისადან თბილისის საფესტივალო რუკაზე Funday Park მოინიშნება

30 ივნისს, თბილისში, ახალი ორდღიანი ფესტივალი Funday Park აიღებს სტარტს. პირველ დღეს, 14:00 საათიდან, მსმენელის წინაშე ჯგუფები MokuMoku და Bedford Falls წარდგებიან. 1 ივლისს კი სცენას  LOUDspeakers და The Killages დაიკავებენ.

BOG
BOG

პროექტი, საწყის ეტაპზე, დიღმის ტყე-პარკში დაიდებს ბინას და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ქალაქის მაცხოვრებლებს დასვენებისა თუ გართობისთვის მრავალ აქტივობას შესთავაზებს, მომავალში კი რეგიონებსაც მოიცავს.

„პროექტის იდეა მრავალი წლის წინ გაჩნდა. გვსურდა, საქართველოშიც ყოფილიყო დასავლეთში აპრობირებული, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განტვირთვას, ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას, დასვენებასა და გართობას. ძალიან მალე ეს იდეა განხორციელდება და თბილისელებს საშუალება ექნებათ, ქალაქში მიიღონ ქალაქგარეთ გასვლასთან ასოცირებული სიამოვნება“.

პროექტი Funday Entertainment-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის საზაფხულო სეზონის ღონისძიებები ეტაპობრივად დაანონსდება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ Funday Park მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე. ის ერთ სივრცეში მოქცეული მრავალფუნქციური კომპლექსია და სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, სათავგადასავლო, ექსტრემალურ და გასართობ აქტივობებს აერთიანებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია საბავშვო და სამკითხველო კუთხეები, საპიკნიკე ადგილი, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ და სხვ.

რატომ აქვს Nike-ის სანდლებს ჯიბეები? – UPDATE

მაღალტექნოლოგიური ონლაინ მაღაზია ინოვაციური იდეების განსახორციელებლად – Store.Edison.Ge